დეფექტოსკოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი
რკინიგზის რელსების დეფექტოსკოპი

დეფექტოსკოპი (ლათ. defectus ნაკლი, ნაკლოვანება, ზადი, ხარვეზი და ბერძ. skopeîn ყურება, შესწავლა) – მასალის (ნაკეთობის) მთლიანობის დარღვევის გარეშე ზედაპირული და შიგა დეფექტების დამდგენი ხელსაწყო. დეფექტებს მიეკუთვნება მასალის სტრუქტურის ერთგვაროვნების, მთლიანობისა და გეომეტრიული ზომების დარღვევა, კოროზიული დაზიანების ზონა, ქიმიური შემადგენლობიდან გადახრა და სხვ.

დეფექტოსკოპი არსებობს სხვადასხვა სახის:
აკუსტიკური, გრიგალდენისებრი, ელექტრომაგნიტური, ელექტროოპტიკური, ელექტრული, ვიდეო, თერმოელექტრული, იმპედანსური, ინფრაწითელი, კაპილარული, მაგნიტური, მაგნიტურ-ფხვნილიანი, მრავალფუნქციური, რადიოტალღური, რადიაციული, რეზონანსული, ულტრაბგერითი, ფეროზონდური და სხვა.

გამოიყენება მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მანქანათმშენებლობაში, ტრანსპორტზე, ქიმიურ და ნავთობის მრეწველობაში, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში მყარი ტანის ტექნიკური და მოლეკულური თვისებების გამოსაკვლევად; დეტალების, ნაკეთობების, შედუღების ნაკერების, წებოვანი შეერთებების საკონტროლოდ; ზოგი დეფექტოსკოპი საშუალებას იძლევა შემოწმდეს მნიშვნელოვანი სიჩქარით მოძრავი ნაკეთობა (მაგ., მილები გაგლინვის პროცესში) ან თვით დეფექტოსკოპი შესაძლებელია გადაადგილდებოდეს დიდი სიჩქარით ნაკეთობის მიმართ [მაგ., რკინიგზის რელსების დეფექტოსკოპი (ურიკები) და ვაგონ-დეფექტოსკოპები]. არსებობს დეფექტოსკოპი მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული დეტალების საკონტროლოდ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები