კაპილარული დეფექტოსკოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპილარული დეფექტოსკოპი – მოწყობილობა კონსტრუქციების კონტროლის ჩასატარებლად კაპილარული არამრღვევი მეთოდების გამოყენებით. იგი დაფუძნებულია დაზიანებული უბნის ფერკონტრასტულობის ხელოვნურ გაზრდაზე საღ უბანთან შედარებით. ზედაპირულ ბზარებს ავსებენ სპეციალური ინდიკატორული ნივთიერებით (პენეტრანტით), რომელიც იჭრება მასალაში კაპილარული ძალების ზემოქმედებით. პენეტრანტში შეყავთ ლუმინოფორები (ლუმინესცენციისათვის). შემდეგ ზედაპირზე დარჩენილ პენეტრანტს მოაშორებენ და დაადებენ გამამჟღავნებლის თეთრი ფხვნილის თხელ ფენას (მაგნიუმის ჟანგი, ტალკი), რომელსაც აქვს სორბციული თვისება, რის გამოც პენეტრანტის ნაწილაკები ამოდიან ზემოთ, აფიქსირებენ ბზარის კონტურებს და კაშკაშად ანათებენ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები