ურიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ურიკა – თვლებიანი მომცრო საზიდარი (მაზიდა), რომელსაც ამოძრავებენ ხელით, რამეზე მიბმით ამ მასზე დადგმული ძრავათი.
დანიშნულების მიხედვით არსებობს ურიკის სახეები: აკუმულატორიანი, ამწის, არათვითმავალი, გადამწოდი, გადასაადგილებელი, გასაწყობი, თვითმავალი, დაკიდებული, ლიანდაგსაზომი, მოძრავი, მუხლუხა, ორთვალა და ორღერძა, პლატფორმიანი, საბაღე, სამშენებლო, საოჯახო, სატვირთო, სატრანსპორტო, ჩამომყრელი, ხელისა და სხვა.
სავალი ურიკებით არის აღჭურვილი ბეტონდამგებები რკინაბეტონის ნაკეთობათა წარმოებაში, გადამწოდი ურიკა-მბიძგავებით – საყალიბე საამქროებში. გადამწოდი ურიკებია გამოყენებული აგურის დამწყობ-განმტვირთავ და ტრანსპორტირების მოწყობილობებში.