ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი SIUI CTS-602

ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი – ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია დრეკადი რხევების (რომელთა სიხშირე 20 კჰც-ზე მეტია და რომელსაც ადამიანის სმენის ორგანო ვერ შეიგრძნობს) მასალაში შეღწევასა და ერთი გარემოდან მეორეში გადასვლისას არეკვლის თვისებაზე, რის შედეგად ხდება მასალის სხვადასხვა დეფექტის გამოვლენა. ასეთებია: მიკრო- და მაკრობზარები, ნიჟარები, სიცარიელეები და მასალაში სხვა სახის ნივთიერებათა შემცველობა, რომლის სიმკვრივე ძირითადი მასალის სიმკვრივისაგან განსხვავდება. ულტრაბგერითი რხევის კონა მიიღება პიეზოელექრტული კვარცის ან ბარის ტიტანიტის ფირფიტისაგან. კვლევის ძირითადი მეთოდებია: არეკვლითი და გამოსხივებითი. არსებობს თანამედროვე ულტრაბგერითი დეფექტოსკოპის შემდეგი სახეები: ვიზუალური დეფექტოსკოპი RA3105 (შემუშავებულია საველე პირობებში გამოსაყენებლად), ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი ფაზირებული ცხაურით Olympus OmniScan MX2, ციფრული ულტრაბგერითი სისტემა UE Systems Ultraprobe 9000, ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი UE Systems Ultraprobe 10,000 და UE Systems Ultraprobe 15,000 Touch, ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი SIUI CTS-602 და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები