ფეროზონდური დეფექტოსკოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ferozonduri defeqtoskopi.jpg

ფეროზონდური დეფექტოსკოპიდეფექტოსკოპი, რომლის მუშაობის პრინციპი დამყარებულია ფეროზონდის (მგრძნობიარე 90 ელემენტი, რომელიც რეაგირებს მაგნიტური ველის ცვლილებაზე) ნაკეთობის გრძივად მოძრაობაზე. დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ფეროზონდში აღიძვრება დენის იმპულსი, რომლის ფორმა დამოკიდებულია დეფექტის ფორმაზე. დეფექტოსკოპის მაღალი მგრძნობიარობა საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ დეფექტი გახსნის სიგანით რამდენიმე მკრ და ნაკეთობის ზედაპირიდან 0,1-6 მმ სიღრმით. ფეროზონდური დეფექტოსკოპი გამოიყენება სხმული დეტალის, ნაგლინის, შედუღების ნაკერის, ნარჩილის და მისთანთა საკონტროლოდ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები