ასტროიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტროიდა

ასტროიდა − (ბერძ. astroeides), წირი, რომელსაც აღწერს C(r) წრეწირის M წერტილი, როცა ეს წრეწირი შიგნიდან გორავს R რადიუსის უძრავ წრეწირზე და რადიუსებს შორის არსებობს დამოკიდებულება: R = 4r. ასტროიდას აქვს ოთხკუთხა ვარსკვლავის ფორმა. თუ კოორდინატთა ღერძები ასტროიდის წვეროებზე გადის მაშინ მის განტოლებას ასეთი სახე აქვს: x2/3 + y2/3 = R2/3;

პარამეტრული განტოლება: x = R cos3(1/4), y = R cos3(1/4).

ასტროიდას ფართობია S = 3/8 ·πR2.

მთელი რკალის სიგრძეა 6R,

სიმრუდის რადიუსი (p=3/2 · R sin (1/2).

ასტროიდის ნებისმიერ წერტილზე გავლებული მხების მიერ კოორდინატთა ღერძებთან გადაკვეთით მიღებული მონაკვეთის სიგრძე მუდმივია და უდრის R- ს.

სახელწოდება შედგება ბერძნული სიტყვებიდან astron- „ვარსკვლავი“ და eidos- „სახე“, „გარეგნობა“; ე. ი. „ვარსკვლავისებური“. ტერმინი შემოიღო ასტრონომმა ლიტროვმა (1838), თუმცა ეს წირი ცნობილი იყო „ლაიბნიცისათვისაც“ (1715). XIX საუკუნეში იყენებდნენ ამ წირის სხვადასხვა სახელწოდებას, გამომდინარე მისი მრავალრიცხოვანი თვისებებიდან (მაგ., ის წარმოადგენს ელიფსის ევოლუტას, და სხვ).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები