ანტრეპრენიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტრეპრენიორი −(ფრანგ. entrepreneur კერძო მეწარმე) – კერძო სანახაობითი დაწესებულების მფლობელი, არენდატორი, დასის დამფინანსებელი. ინგლისში იწოდება მენეჯერად, იტალიაში იმპრესარიოდ, აშშ-ში – პროდიუსერად.

თავად მოვლენა დაკავშირებულია პროფესიული დასების წარმოშობასთან. ცნობილია, მაგალითად, კონტრაქტი, რომელიც დაუდო ფრანგმა ანტრეპრენიორმა ლ’ეპენიერომ მსახიობ მ. ფერეს ჯერ კიდევ 1545 წელს. იმ ანტრეპრეიორების გარდა, ვისთვისაც თეატრი მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო (მაგ. ფ. ხენსლო შექსპირის დროის თეატრის უმსხვილესი მეწარმე ლონდონში, მფლობელი თეატრებისა „როუზი“, „ფორტუნა“, „ჰოუპი“), ყოველთვის არსებობდნენ, აგრეთვე, თეატრთან საკუთარი შემოქმედებით დაკავშირებული ანტრეპრენიორი დრამატურგები და მსახიობები. მე-16 ს. ბოლოს და მე-17 ს. დასაწყისში ესენი იყვნენ – ჯ. ბერბეჯი და მისი შვილი, ცნობილი ინგლისელი მსახიობი რ. ბერბეჯი (რომლებიც სათავეში ედგნენ ლონდონის თეატრებს – „თეატრი“, „ბლეკფრაიერსი“, „გლობუსი“); მე-17 ს. მეორე ნახ. – დიდი ფრანგი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მოლიერი; მე-18 ს. გამოჩენილი ინგლისელი მსახიობი დ. გარიკი, რომელიც ა. ლეისისთან ერთად მეთაურობდა თეატრს ლონდონში სახელწოდებით „დრური-ლეინი“, გერმანელი მსახიობები და რეჟისორები კ. ნეიბერი, ი. ფ. შიონემანი, კ. აკერმანი; მე-19-20 სს.-ში – ჩ. კინი, გ. ირვინგი, ფ. ბენსონი, ცოლ-ქმარი ბანკროფტი და ს. ფელპსი ინგლისში; მ. რეინჰარდტი, ე. პისკატორიგერმანიაში, ა. ანტუანი, ფ. ჟემიე, ჟ. ლ. ბარო, ფითოევი – საფრანგეთში; ნ. სინელნიკოვი – რუსეთში; ე. როსი, ტ. სალვინი, ე. დუზე, ე. დე ფილიპოიტალიაში; დ. ბელასკო აშშ-ში (და სხვ.).

საქართველოში ანტრეპრენიორის მოვალეობა ხშირად შეუსრულებიათ ვ. აბაშიძეს, ლ. ალექსი-მესხიშვილს, ვ. გუნიას, ა. იმედაშვილს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები