გრინის ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრინის ფუნქცია – ფუნქცია, რომელიც არის ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ინტეგრალური წარმოდგენის ბირთვი. ეს ფუნქცია დაკავშირებულია მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამონახსნების ანალიზურ წარმოდგენასთან. გრინის ფუნქციის ერთ-ერთი კერძო შემთხვევა პირველად განიხილა ჯ. გრინმა თავის გამოკვლევაში პოტენციალის თეორიის შესახებ (1828).