სასაზღვრო ამოცანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასაზღვრო ამოცანაამოცანა, რომელშიც მოცემულ არეში განსაზღვრულ ფუნქციათა გარკვეული კლასიდან (რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ დიფერენციალურ განტოლებას) საჭიროა მოიძებნოს ის, რომელიც ამ არის საზღვარზე აკმაყოფილებს მოცემულ პირობებს.

როცა განსახილველ განტოლებებს აქვს ამონახსნთა მთელი ოჯახი, მაშინ დამატებით მოცემულია ე. წ. სასაზღვრო ან საწყისი პირობები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ცალსახად გამოვყოთ ჩვენთვის საინტერესო ამონახსნი. სასაზღვრო პირობები მოცემულია აუცილებლად იმ არის სასაზღვრო წერტილებში, სადაც ამონახსნი მოიძებნება; საწყისი პირობები შეიძლება მოცემული იყოს არის შიგნით წერტილების გარკვეულ სიმრავლეზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები