გრინი ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრინი ჯორჯ (1793 – 1841). ინგლისელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.

გრინის ძირითადი გამოკვლევები მათემატიკურ ფიზიკას ეხება. მან კემბრიჯში დააფუძნა მათემატიკური ფიზიკის სკოლა. შემოიღო „პოტენციალის” ცნება და თვით ტერმინიც; შეიმუშავა პოტენციალთა თეორია. დაადგინა დამოკიდებულება სხეულის მოცულობაზე გავრცელებულ ინტეგრალსა და ამ მოცულობის შემომსაზღვრელ ზედაპირზე გავრცელებულ ინტეგრალს შორის (გრინის ფორმულა).

გრინის შრომებმა დიდი ცვლილებები შეიტანა სხეულის დრეკადი თვისებების შესაფასებლად დრეკადი მუდმივების საჭირო რაოდენობის დადგენის საკითხის გადაწყვეტაში.

გრინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დრეკადობის განტოლებები უნდა გამოყვანილი იქნეს დრეკადი სხეულების მოლეკულური აგებულების მიმართ ყოველგვარი წინასწარი ჰიპოთეზის გარეშე.

გრინის თითქმის ყველა ნაშრომი იყო მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენი. დრეკადობის თეორიის პრობლემებს მან მიუძღვნა ნაშრომი „ორი არაკრისტალური გარემოს გამყოფ ზედაპირზე სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანონების შესახებ“. ამ ნაშრომში გრინი არ ახდენს არავითარ დაშვებას არც სინათლის მატარებელი ეთერის შინაგან აგებულებაზე და არც მოლეკულთა ურთიერთქმედების ხასიათზე: მიიღო მხოლოდ ჰიპოთეზა, რომ ეთერის თვისება ემორჩილება ენერგიის შენახვის პრინციპს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები