ვარშავის ხელშეკრულება 1955

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარშავის პაქტის ემბლემა

ვარშავის ხელშეკრულება 1955 - მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, სამხედრო კავშირი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, რუმინეთი, სსრ კავშირი, უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია. შეიქმნა ნატოს საპირისპიროდ, გაფორმდა ვარშავაში 14 მაისს.

ვარშავის ხელშეკრულების შტაბი მოსკოვში იყო. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის შექმნას; რომელიმე მონაწილე ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში დანარჩენი სახელმწიფოები ვალდებული იყვნენ აგრესიის ობიექტისათვის დაუყოვნებლივ აღმოეჩინათ დახმარება.

ვარშავის პაქტის ქვეყნებსა და ნატოს ქვეყნებისა საზღვრები

1956 წლის უნგრეთის და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ცდები, გასულიყვნენ ვარშავის ხელშეკრულებიდან, სამხედრო ძალებით იქნა ჩახშობილი. ალბანეთმა, რომელიც 1962 წლიდან აღარ მონაწილეობდა ვარშავის ხელშეკრულების მუშაობაში, 1968 წელს ერთმხრივი წესით მოახდინა ამ ხელშეკრულების დენონსირება.

ვარშავის ხელშეკრულება ოფიციალურად გაუქმდა 1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები