გვარდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდია

გვარდია - (იტალიური guardia - დაცვა), საუკეთესო, რჩეული ჯარები. გაჩნდა მონათმფლობელობის ეპოქაში მონარქების და მხედართმთავრების პირადი დაცვის რაზმების სახით

ძველ საბერძნეთში – „წმინდა რაზმი”, ძველ სპარსეთში - „უკვდავთა კორპუსი”, მაკედონიაში – „მეფის ნებიერები”, ძველ რომში - პრეტორიანელები;

ჯარების ამ ნაწილს ეკისრებოდა აგრეთვე ყველაზე რთული ამოცანები საომარი მოქმედების დროს.

ტერმინი „გვარდია“ გაჩნდა იტალიაში (XII საუკუნეში) და ნიშნავდა სახელმწიფო დროშის დამცველ რჩეულ რაზმს. მოგვიანებით გვარდია შეიქმნა საფრანგეთში (XV საუკუნეში), ინგლისში, შვედეთში, პრუსიაში (XVII საუკუნეში), თურქეთში, იაპონიაში (XIX საუკუნეში) და სხვა სახელმწიფოებში.

თანამედროვე არმიებში გვარდია, როგორც სახელმწიფო მეთაურის პირადი დაცვა, არსებობს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და სხვა (სახალხო გვარდია და ეროვნული გვარდია).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები