უბისის წარწერა (1141)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უბისის წარწერა (1141)ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი ქვის ოთხკუთხა ფილაზე (99X65 სმ.), რომელიც ჩასმულია უბისის სამონასტრო კომპლექსის (ხარაგაულის რ-ნი) ერთ-ერთი ნაგებობის „სვეტის“ სამხრეთ კედელში, პირველი სართულის ზედა მარცხენა კუთხეში; შესრულებულია კიდურწერტილოვანი, ადგილ-ადგილ კიდურწაისრული დამწერლობით, ასოებს გადასმული ჰქონია ამჟამად გამკრთალებული წითელი საღებავი (სინგური). წარწერის ტექსტი ასეთია:

„† მე, საწყალობელსა სულითა, სჳმეონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღმრთისაგან აღშენებად მონასტერი ესე და სუჱტიცა ესე, მეფობასა, ღმრთისა მიერ გჳრგჳნოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა, ძისა დიდისა მეფისა დავითისა. ქრონიკონი იყო ტჲა, ზედა წელი სარკინოზთაჲ ფლე“.

წარწერას ახლავს თარიღი: ქართული ქრონიკონი ტჲა (361), ანუ 1141; სარკინოზთაჲ – ფლე, ანუ ჰიჯრის 535, ე. ი. 17. VIII, 1140 – 5, VIII. 114); ზედა წელი უღრის 1. I – 5. VIII, 1141. წარწერაში მოხსენიებული არიან ისტორიული პირები: მეფე დავით IV აღმაშენებელი (1089-1125), მისი ძე მეფეთა მეფე დიმიტრი (1125–1155) და სჳმეონ ჭყონდიდელი – მაშენებელი მონასტრისა და „სუჱტისა“ და ავტორი წარწერისა. ეს უკანასკნელი იყო დავით აღმაშენებლის თანამედროვე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის (+ 1118) დისწული, 1124-თვის თვითონაც მწიგნობართუხუცესი და ბედიელ-ალავერდელი მთავარეპისკოპოსი, რომელიც უბისის წარწერის მიხედვით, 1141 ჭყონდიდლად მოიხსენიება. წარწერა საყურადღებოა:
ა. ორთოგრაფიული თვალსაზრისით – უ ბრჯგუს მომდევნოდ მასში დასტურდება ჱ („სუჱტიცა“), რომელიც ასე დამახასიათებელია XII ს. I ნახ. წერილობითი ძეგლისათვის – ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1124): აჩუჱნნა, ჩუჱულებითი, კუჱრთხი, აჩუჱნეს, შუჱნიერად, ძუჱლი და ძუჱლის ძუჱლი, ძუჱლთაგან, ძუჱლთა, წუჱლაჲ, ფეშხუჱმი, სეფისკუჱრი, წარტყუჱნილი, ჰშუჱნის, აჩუჱნებდეს, შეჩუჱნებითა და სხვ.;
ბ. პალეოგრაფიულად შესრულებულია როგორც კიდურწაისრული, ისე კიდურწერტილოვანი დამწერლობით, ამასთანავე, ასოთა კვეთის ღარები ამოწითლებულია;
გ. წარწერაში დასტურდება ტერმინიზედა წელის“ ყველაზე გვიანდელი გამოყენება.

მ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 2, ვ. სილოგავას გამოც. თბ., 1980, გვ. 140– 141, 216, №-163.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები