სინგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინგური - საღებავი განეკუთვნება ვერცხლისწყალთა ჯგუფს. ნატურალური სინგური, რომელიც მთის სინგურად იწოდება, სხვადასხვა ელფერისაა – ღია წითელიდან მუქ წითლამდე. სინგურის ქიმიური შემადგენლობა – გოგირდოვანი ვერცხლისწყალია. ნატურალური სინგურის გარდა, არსებობს აგრეთვე ხელოვნური, რომელიც ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო აძევებს ნატურალურს. ხელოვნური სინგურის დამზადება დაიწყეს ალქიმიკოსებმა XIII საუკუნეში. შუა საუკუნეებში იცნობდნენ ხელოვნური სინგურის წარმოებას ჩინეთში. სინგური როგორც საღებავი ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველეს დროში. ბერძნები სინგურს უწოდებდნენ – „მილოსს“, რომაელები – „მინიუმს“.

სინგურით ჩვეულებრივ ძველ ტექსტებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა. სინგური ფართოდ გამოიყენებოდა წიგნის მინიატურების შესრულებისას. შიო მღვიმისადმი გაცემულ ანდერძზე დავით აღმაშენებელს ხელი სინგურით აქვს მოწერილი.




ლიტერატურა

ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 1996.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები