რანგი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:28, 13 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რანგი – (ინგლ. rang – რიგი),

1. სინტაქსში განსხვავებული ენობრივი დონის ერთეულთა შორის იერარქიული ურთიერთმიმართება. ამ მნიშენელობით ტერმინი „რანგი“ შემოტანილია ამერიკელი ლინგევისტის მ. ა. კ. ჰოლიდეის მიერ. ითვლება, რომ, თუ წინადადებებს ჩავთვლით უმაღლესი რანგის, ხოლო მორფემებს – უმდაბლესი რანგის ერთეულებად, მაშინ, შუალედურ სინტაგმატურ ერთეულებთან ერთად, მივიღებთ რანგთა სკალას:

წინადადება
ფრაზა
სიტყვათა
ჯგუფი
სიტყვა
მორფემა
სადაც მიმდევრობაში უფრო მაღალი რანგის ერთეული შედგება უფრო დაბალი რანგის ერთეულებისაგან ან, პირიქით, უფრო დაბალი რანგის ერთეული შედის უფრო მაღალი რანგის ერთეულში.

2. მორფემული რანგი აღნიშნავს აფიქსის უმაღლეს პოზიციას (ადგილს) ძირის მიმართ სიტყვა-ფორმის შემადგენლობაში. სიტყვა-ფორმაში აფიქსთა თანმიმდევრობა არ არის თავისუფალი, იგი გარკვეულ რიგს ემორჩილება. იმ პოზიციის მიხედეით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აფიქსს უკავია აფიქსთა ჯაჭვში, გვაქეს განსხვავებული პოზიციის პრეფიქსები და სუფიქსები. I პოზიციის აფიქსებში ერთიანდება ყველა აფიქსი, რომელიც შეიძლება მოსდვედეს, ან წინ უსწრებდეს ძირს; II პოზიციის აფიქსებში გაერთიანდება ყველა აფიქსი, რომელიც შეიძლება მოსდვედეს, ან წინ უსწრებდეს I პოზიციის აფიქსებს და ა. შ. პოზიციის ზრდასთან ერთად მცირდება მასში შემავალი ელემენტების რაოდენობა. აფიქსების ერთი ნაწილი გვხვდება მხოლოდ I პოზიციაში, ნაწილი – I და II პოზიციაში და ა. შ. მაგ. ქართულში პირის აღმნიშვნელი სუფიქსი –ს გვხვდება I (წერ-ს), II (აკეთ-ებ-ს), III (აწერ-ინ-ებ-ს), IV (აკეთ-ებ-დ-ეს) და V (აწერ-ინ-ებ-დ-ე-ს) პოზიციებში, მაგრამ მისი რანგი უტოლდება ხუთს, რადგან უმაღლესი პოზიცია უდრის ხუთს. ე. ი. რანი არის აფიქსის ის ადგილი აფიქსთა ჯაჭვში, რომლის დროსაც იგი მაქსიმალურადაა დაშორებული ძირს. ეს არის ადგილი, რომლის იქით მოცემული აფიქსი აღარ შეიძლება შეგვხვდეს. შესაბამისად, ქართულში გვაქვს I, II, III რანგის პრეფიქსები და I, II III, IV, V რანგის სუფიქსები.

I რანგის აფიქსებში ერთიანდება ყველა ის აფიქსი, რომელთა უმაღლესი პოზიცია არის I; II რანგის აფიქსებში ერთიანდება ყველა ის აფიქსი, რომელთა უმაღლესი პოზიცია არის 2 და ა. შ.

რანგობრივი კლასიფიკაციები ძირთან მიმართებით პირობითად შესაძლებელია გამოიხატოს შემდეგნაირადაც: სუფიქსური მორფემები – 01, 02, 03, 04, 05, პრეფიქსული – 10, 20, 30 (მ. დამენია)

ქართული ზმნის პირიან ფორმებში რანგების მიხედეით პრეფიქსები შემდეგნაირად დალაგდება: I რანგის პრეფიქსები – ა) ქცევის ნიშნები, ბ) გვარის ნიშნები; II რანგის პრეფიქსები – პირის ნიშნები; III რანგის პრეფიქსები – ზმნისწინები.

სხეადასხვა რანგის პრეფიქსები კონიუნქციით („და“) უკავშირდებიან ერთმანეთს: სიტყვაფორმაში ერთდროულად შეიძლება გვქონდეს I, II, III) და ა. შ. რანგის აფიქსები. ერთი და იმავე რანგის აფიქსებს აკავშირებს დიზიუნქცია („ან“). სიტყვაფორმაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი რაანგის აფიქსი ე. ი. სხვადასხეა რანგის აფიქსები სინტაგმატიკურ მიმართებაში არიან ერთმანეთთან (და-ვ-ა-წერ-ინ-ებ), ერთი და იმავე რანგის აფიქსები კი ქმნიან პარადიგმას: ი-წერ- ა-წერ- უ-წერ-; Ø-წერ-…

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები