რიცხვი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიცხვი – მათემატიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, რომელიც ჩაისახა უძველეს დროში და რომლის შინაარსი იცვლება სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. როგორც საგნების დათვლის შედეგი, პირველად წარმოიქმნა ნატურალური რიცხვების ცნება, შემდეგ ნატურალურ რიცხვთა მწკრივის ცნება (III ს. ჩვ. წ. აღ-მდე). შემდგომი განზოგადების შედეგად (წილადი, უარყოფითი, ირაციონალური, წარმოსახვითი რიცხვები) წარმოიქმნა უფრო ზოგადი ცნება კომპლექსური რიცხვისა, რომელიც თავის თავში მოიცავდა ყველა წინა რიცხვს. როდესაც ლაპარაკია ჩვეულებრივი რიცხვების შესახებ, მაშინ შემდგომი განზოგადება (ჰიპერკომპლექსური, ტრანსფინიტული რიცხვები) მხედველობაში არ მიიღება.