ბახტაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია ხონელი

ილია ბახტაძე – ფსევდონიმი ილია ხონელი, (1859-1900), პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, 1876-81 წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. სტუდენტობის დროსვე დაიწყო თანამშრომლობა რუსულსა და ქართულ პრესაში („პორიადოკ“, „სტრანა“, „კავკაზ“, „ნოვოე ობოზრენიე“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „მოამბე“). მისი პირველი სტატია 1876 წ. გამოქვეყნდა „დროებაში“. აქვე დაიბეჭდა (1881) პეტერბურგიდან გამოგზავნილი ცნობილი წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“ (რომელშიც დასცინოდა ალექსანდრე მესამის კურთხევაზე წარგზავნილ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა დელეგაციას) და ფელეტონები „კვირის საუბრის“ სახელწოდებით. ი. ხონელის მამხილებელი შინაარსის წერილებმა ხელი შეუწყო 80-90-იანი წწ. ამიერკავკასიის რუსულ-ქართული ჟურნალისტიკისა და საფელეტონო ჟანრის განვითარებას. პრესის ფურცლებზე ქვეყნდებოდა აგრეთვე მისი მოთხრობები და ნარკვევები.

თარგმანები

თარგმნა ა. ბუვიეს „სალდათი ჰიპმანი“ (1884), ე. ზოლას „სიკვდილი ოლივიე ბავალისა“ (1883), ჯ. კრიდის „ზანგი პასტორი“ (1884), ბლეკის „მკვდრების ქურდები“ (1887), ა. დოდეს „ბალადების“ I ნაწილი — „დოფინის სიკვდილი“ (1887).

ლიტერატურა

  • დ. ნაცვალაძე, ილია ხონელი, ცხოვრება და შემოქმედება, 1960;
  • გ. ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ. I, 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები