ამოხსნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამოხსნა
- მათემატიკური ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს დასმული ამოცანის პირობებს
- ამონახსნის ძებნის პროცესი.
სარჩევი |
განსაკუთრებული ამოხსნა
ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლების ამოხსნა, რომლის ყოველ წერტილში დარღვეულია ერთადერთობა.
ზოგადი ამოხსნა
- ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის რამდენიმე პარამეტრზე დამოკიდებული ამონახსნი, რომლიდანაც პარამეტრების კერძო მნიშვნელობებისათვის შეიძლება მივიღოთ სისტემის ნებისმიერი ამონახსნი, გარდა განსაკუთრებული ამონახსნებისა.
- წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემის რამდენიმე პარამეტრზე დამოკიდებული ამონახსნი, რომლიდანაც პარამეტრების კერძო მნიშვნელობებისათვის შეიძლება მივიღოთ სისტემის ნებისმიერი ამონახსნი.
წრფივად დამოუკიდებელი ამოხსნები
ამონახსნები, რომელთა არავითარი არატრივიალური წრფივი კომბინაცია იგივურად ნულს არ უდრის.