დიფერენციალური განტოლების ამოხსნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიფერენციალური განტოლების ამოხსნა – 1743 წელს ეილერმა შემოიღო დიფერენციალური განტოლების ზოგადი ამოხსნის ცნება და ტერმინები „ზოგადი“ და „კერძო“ ამონახსნი. განსაკუთრებული ამონახსნი პირველად ტეილორთან გვხვდება (1715), რომელსაც მან „ამოცანის ზოგიერთი განსაკუთრებული ამონახსნი“ უწოდა. singularis ნიშნავს „განსაკუთრებულს“, „უცნაურს“. „თავისებურს“.

ამონახსნის „განსაკუთრებულობიდან“ ტეილორმა მხოლოდ ის შენიშნა, რომ ამონახსნი არ მიიღება ზოგადიდან. 20 წლის შემდეგ განსაკუთრებული ამოხსნა კლერომ მოძებნა და ახსნა, რომ ეს არის ინტრალური წირების ოჯახის მომვლები. ეილერი მექანიკის საკითხებზე მუშაობისას სწავლობდა განსაკუთრებულ ამონახსნებს და ამოხსნების ერთადერთობის დარღვევის შემთხვევებს (რა თქმა უნდა თანამედროვე ტერმინოლოგიის გარეშე). ეს შრომები მიეკუთვნება 1736 და 1768 წლებს. განსაკუთრებული ამონახსნების თვისებების უფრო ღრმა კვლევა ჩაატარა ლაგრანჟმა (1774-1800), რომელმაც დეტალურად გაარკვია, როგორ მივიღოთ ისინი.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები