ყვავილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yvavi1.PNG

ყვავილი - დაუტოტავი, სახეშეცვლილი, ზრდაშეზღუდული ყლორტია. მისი ნაწილები სახეშეცვლილი ფოთლებია, რომელთაგან ზოგი მფარავია, ზოგი კი ქმნის მტვრიანებს, ხოლო ნაყოფის ფოთლები ერთმანეთს ეზრდებიან და ქმნიან ბუტკოს. ეს უკანასკნელი განაყოფიერების შედეგად ნაყოფად გარდაიქმნება. ბუტკოში თესლკვირტისაგან თესლი ვითარდება.

ყვავილი ყლორტზე ყუნწითაა მიმაგრებული, რომლის გაფართოებულ ნაწილს ყვავილსაჯდომი ეწოდება, ხოლო მის ქვემოთ მდებარე ღეროს ნაწილს — ყვავილის ყუნწი.

ყვავილსაფარი (ჯამისა და გვირგვინის სახით), მტვრიანები და ბუტკო ყვავილსაჯდომზეა განლაგებული. ყვავილსაფარი მარტივი და ორმაგია (ორპირი). მარტივია მაშინ, როდესაც მარტო ჯამი (ხარისძირა) ან გვირგვინი (ტიტა) აქვს. ორმაგია იმ შემთხვევაში, თუ ყვავილში ჯამიცაა ღა გვირგვინიც (ვაშლი, მსხალი, კომში), ზოგიერთ ყვავილს ყვავილსაფარი არ აქვს და მას შიშველი ეწოდება (ტირიფი, ალვის ხე). | ყვავილებს რომლებსაც აქვს მტვრიანა და ბუტკო ორსქესიანია, თან ყვავილში მარტო მტვრიანა (მტვრიანები) ან ბუტკოა, მაშინ ყვავილი ერთსქესიანია (კაკალი, ტირიფი. კანაფი და სხვ.). ყვავილს, რომელშიც მხოლოდ მტვრიანაა მამრობითი ეწოდება, ხოლო, როდესაც მარტბუტკოა — მდედრობითი (კიტრი, გოგრა და სხვ.).

ყვავილობა მცენარის სასიცოცხლო მოვლენაა, რომელიც იწყება მაშინ, როდესაც მცენარე სრული ვეგეტატიური განვითარების პერიოდშია; ამას ემთხვევა მცენარეში საკვები ნივთიერებების (ნახშირწყლები ცილები და სხვ.) დაგროვება. ყვავილობაზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, სინათლე, ტენი, ნიადაგობრივი პირობები. — მცენარეები გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავილობ. გაზაფხულზე ყვავილობის მიხედვით შეიძლება ორი ჯგუფი გამოიყო: ერთი — ადრე (ყოჩივარდა, თეთრყვავილა, ენძელა, ცისავალა, ფურისულა, შინდი), მეორე — გვიან გაზაფხულზე მოყვავილე (ჩიტისთავა. სათოვლია, ბაბუაწვერა და სხვ.) მცენარეები. ზოგიერთი კი ფოთლი, გაშლამდე ყვავილობს. მაგალითად, თხილი, ნუში, მურყანი და სხვა.



წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები