ორდერული თაღედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 15 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორდერული თაღედი − კედელში გამმოყვანილი თაღური ღიობების რიგი არქიტექტურული ორდერის გამოყენებით, რომელშიც ორდერს ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგული აქვს თავისი კონსტრუქციული დანიშნულება – ანტაბლემენტი წარმოადგენს კედლის ნაწილს და აღარ არის სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვის მზიდი ელემენტი. თვით სვეტები კი იქცევა ნახევარსვეტებად (პილასტრებად) და მზიდის ნაცვლად ასრულებენ დეკორატიულ ფუნქციას. ორდერული თაღედი ხდება პილონებზე განთავსებული თაღედის ტექტონიკური ერთობლიობა და ძირითად საყრდენებს შორის სივრცე ივსება ორდერული სვეტნარით. თუ შენობა ორი და მეტსართულიანია, მაშინ სვეტნარში გამოიყენება ორდერული სუპერპოზიცია. ორდერული თაღნარი რომაული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ფორმაა და გავრცელებული იყო, ძირითადად, რომის რესპუბლიკის პერიოდში (ძვ. წ. VI-I საუ-კუნეები).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები