სვეტნარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეტნარი წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო

სვეტნარი – საერთო არქიტრავის ქვეშ განლაგებული სვეტების რიგი. ის შეიძლება გამოყენებული იქნეს პორტიკებისა და გალერეების სახით, რომლებიც მთავარი შენობის გაგრძელებას წარმოადგენს და ქმნის ერთიან სივრცეს სასახლეებისა თუ დიდი მოედნების კომპლექსში. ზოგჯერ სვეტნარი არის დამოუკიდებელი ნაგებობა, რომელსაც მხოლოდ არქიტექტურულ-დეკორატიული დანიშნულება აქვს. შენობის შიგნით გარს უვლის დიდ დარბაზებს, ქმნის ვრცელ გამჭოლ სივრცეებს, ერთმანეთისაგან აცალკევებს და ამავე დროს აკავშირებს ინტერიერის ცალკეულ ნაწილებს. დახურულ სვეტნარს სტოა ეწოდება. ძირითადად გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტურ, ბერძნულ და რომაულ არქიტექტურაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები