არქიტექტურული ორდერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლასიკური ორდერის ნიმუშები: 1 - ტოსკანური, 2 - დორიული, 3 და 4 - იონიური, 5 - კორინთული, 6 - კომპოზიტური

არქიტექტურული ორდერი – (ლათ. ordo - მწირივი), არქიტექტურულ-კომპოზიციური სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქციების მზიდი და საზიდი ნაწილების გარკვეული თანაფარდობა, სტრუქტურა და მხატვრული დამუშავება. ცნობილია ხუთი ორდერი: დორიული, იონიური, კორინთული, ტოსკანური, კომპოზიტური (რთული).

სარჩევი

დორიული ორდერი

ამ ორდერის სვეტს არა აქვს ბაზისი, მისი ტანი მცირე სიღრმის კანელურებითაა დაღარული; კაპიტელი შედგება მრგეალი ბალიშისა – ექინისა და სქელი კვადრატული ფილის – აბაკისაგან, ანტაბლემენტი ნაწევრდება არქიტრავად, ფრიზად და კარნიზად; ფრიზი ჰორიზონტალურად იყოფა ტრიგლიფებად და მეტოპებად.

იონიური ორდერი

მთავარი თავისებურებაა ღეროს ზედა ნაწილის მსხვილი ხვიების ხვეულები (ვოლუტები) დახვეული ორივე მხარეს იონიური ორდერი შედგება სამი ჰორიზონტალური ზოლისაგან. კბილანების ხაზი ჰყოფს ფრიზს, ლავგარდანისაგან.

კორინთული ორდერი

იონიურისაგან განსხვავდება კაპიტელის ფორმით, რომელიც ხვიებისა და აკანთოს სტილიზებული ფოთლების კალათის სახითაა წარმოდგენილი. ანტაბლემენში ჩნდება ახალი ელემენტი – კარნიზის მზიდი მოდულიონები, დაწვენილი კრონშტეინების სახისა. კორინთული ორდერი, რომელიც ყველაზე უფრო მორთულ-მოკაზმულია ბერძნულ ორდერთა შორის, განვითარდა და ფართოდ გავრცელდა ანტიკურ რომში.

ტოსკანური ორდერი

დორიული ორდერის ეტრუსკული და ძველრომაული ვარიანტი, რომელიც აღორძინების ეპოქაში ხუთი კლასიკური ორდერის რიცხვში შევიდა; დორიულისაგან განსხვავდება სვეტის გლუვი უკანელურო ტანით აქვს ბაზისი.

კომპოზიტური ორდერი

რთული ორდერი - კორინთული და იონიური ორდერების სახესხვაობა. მზიდი ნაწილებია სვეტი კაპიტელითა (სვეტისთავი) და ბაზისითურთ, რომლებზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები