იონიური ორდერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იონიური ორდერი − (ინგლ. Ionic order) – სამი მთავარი ბერძნული არქიტექტურული ორდერიდან მეორე (დორიულის შემდეგ). მისი ძირითადი, მცირეაზიური ვარიანტი ჩამოყალიბდა ძვ. საბერძნეთის იონიური პროვინციების ქვის ხუროთმოძღვრებაში ძვ. წ. 560-500 წლებში (არტემიდას ტაძარი ეფესოში).
იონიური ორდერის პროპორციები მსუბუქია და მისი ყველა ნაწილის დეკორიც მდიდრული (1. ). სხვა არქიტექტურულ ორდერთაგან განსხვავებით, მისი კვადრატული ფორმის კაპიტელი შემკულია იონიკებითა და ოთხი, სვეტის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული, ვოლუტით; კაპიტელის შუა ნაწილი, ექინი, შემკულია მცენარის ფოთლებში ჩასმული იონიკებით (გაჭიმული სფეროებით). იონიური ორდერის რამდენიმე ვარიანტი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ელინიზმის ეპოქაში.
ერეხთეიონი, ათენის აკროპოლისი