კომპოზიტური ორდერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რთული ორდერი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომპოზიტური ორდერი

კომპოზიტური ორდერი — (ინგლ. composite order), ორდერი, რომელშიც კორინთული სვეტისთავი გართულებულია იონიური ვოლუტების დამატებით.

ძველი რომის ეპოქაში შექმნილი შერეული ორდერი, რომელიც შედგება იონიური ორდერის კაპიტელის ვოლუტებისა და კორინთული ორდერის აკანთოს (მცენარე) ორნამენტული ფოთლებისგან. მზიდი ნაწილებია სვეტი კაპიტელითა და ბაზისითურთ, რომლებზეც დაყრდნობილია ანტაბლემენტი. პროპორციებითა და ანტაბლემენტის, ბაზისისა და სვეტის ტანის გაფორმებით კომპოზიტური ორდერი იდენტურია კორინთული ორდერის, თუმცა კორინთული ორდერის კაპიტელის ზედა მესამე რიგის აკანთოს ფოთლები შეცვლილია იონიურის ვოლუტებითა და ექინით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები