თაღედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაღედი

თაღედი – (ფრანგ. arcade) თაღების მწკრივი, ერთნაირი სიდიდის თაღების რიგი, დაყრდნობილი სვეტებზე, ბოძებზე ან პილონებზე.

თაღედი გამოიყენებოდა ძველი რომაელების მიერ აკვედუკებისა და ვიადუკტების მშენებლობაში, ასევე დიდი ზომის ნაგებობების მშენებლობისას, მაგალითად როგორიცაა მარცელუსის თეატრი და რომის კოლიზეუმი. თაღედი ხშიარდ არის გამოყენებული ისლამური არქიტექტურაში, რენესანსის არქიტექტურაში და სხვ.

თაღედი კედელზე მოსულ დატვირთვებს თანაბრად ანაწილებს ცალკეულ საყრდენებზე. შუა საუკუნეების ინგლისურ ტაძრებსა და მონასტრებში ყრუ (ცრუ) თაღედი წარმოადგენს დახურულ გასასვლელს ტრანსეფტიდან ან ნეფიდან შიგა სათავსებამდე. ყრუ თაღედი – რომანული არქიტექტურის განსაკუთრებული მოტივია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია გოტიკურ არქიტექტურაზე, სადაც თაღედი განთავსებულია ნეფის კედლის ქვედა ნაწილში და ტაძარში იჭერს ტრიფორიუმსა და ფანჯრების ზედა რიგს ქორედში, რომლითაც ინტერიერი ნათდება. ყრუ თაღების რიგს არკატურა ეწოდება.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები