ამონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ამონი''' – ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი ღვთაება, რომელსაც ბერძნები [[ზევსი|ზევსთან]] აიგივებდნენ. ეგვიპტურად მისი სახელი (Imn) ნიშნავს „იდუმალს“, „უხილავს“.  
 
'''ამონი''' – ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი ღვთაება, რომელსაც ბერძნები [[ზევსი|ზევსთან]] აიგივებდნენ. ეგვიპტურად მისი სახელი (Imn) ნიშნავს „იდუმალს“, „უხილავს“.  
  
ამონის აღზევება [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ს რაიონიდან დაიწყო. უძველესი მოხსენიება დათარიღებულია [[ინტეფ I]]-ის მეფობით ([[ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი|პირველი გარდამავალი პერიოდი]], დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2124-2118) და ამდენად, ეგვიპტისათვის ახალგაზრდა ღვთაებაა. მისი წარმოშობა დღემდე სადავოა. ზოგის აზრით, ამონის სამშობლო არ იყო [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]] და თებეს [[ნომი]], სადაც უძველესი დროიდან, როგორც მთავარ ღვთაებას, [[მინი (ეგვიპტური ღვთაება)|მინს]] ეთაყვანებოდნენ. ზეტე თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში ავითარებს აზრს, რომ ამონი ჰერმოპოლისის [[ოგდოადა|ოგდოადი]]ს ერთ-ერთი (იგივე სახელის მქონე) წევრია, რომელიც [[ეგვიპტის გარდამავალი პერიოდი|გარდამავალი პერიოდი]]ს დროს თებეს ნომარქებმა თავის მთავარ ღვთაებად შერაცხეს. „დაძველებისათვის“ ამონი უძველეს ადგილობრივ ღვთაებას – მინსაც დაუკავშირეს, რაც მისი სიმბოლიკიდანაც ჩანს – ამონის თავის სამოსი – ორი მაღალი ბუმბული – მინისაგან არის აღებული. მინთან მსგავსებას ამხელს ამონის ერთ-ერთი – იტიფალიური სახეც [[მათრახი]]თ ხელში და მისი [[სიმბოლო]] – ღორის ქადა (მცენარე). ამონმა მიიღო ასევე მინის [[ეპითეტი]] – „თავისი დედის ხარი“. ასეთი იტიფალიური ამონი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც მინ-ამონი, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ამონს მინის ადგილობრივ, ლოკალურ ფორმად და არა ჰერმოპოლისიდან გადმოტანილ ღვთაებად მიიჩნევს. ამონი იტიფალიური სახით ეგვიპტურ ტექსტებში მოიხსენიებოდა ასევე, როგორც ამონოპეტი (Im-ipt, „ლუქსორის ამონი“).  
+
ამონის აღზევება [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ს რაიონიდან დაიწყო. უძველესი მოხსენიება დათარიღებულია [[ინტეფ I]]-ის მეფობით ([[ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი|პირველი გარდამავალი პერიოდი]], დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2124-2118) და ამდენად, ეგვიპტისათვის ახალგაზრდა ღვთაებაა. მისი წარმოშობა დღემდე სადავოა. ზოგის აზრით, ამონის სამშობლო არ იყო [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]] და თებეს [[ნომი]], სადაც უძველესი დროიდან, როგორც მთავარ ღვთაებას, [[მინი (ეგვიპტური ღვთაება)|მინს]] ეთაყვანებოდნენ. ზეტე თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში ავითარებს აზრს, რომ ამონი ჰერმოპოლისის [[ოგდოადა|ოგდოადი]]ს ერთ-ერთი (იგივე სახელის მქონე) წევრია, რომელიც გარდამავალი პერიოდის დროს თებეს ნომარქებმა თავის მთავარ ღვთაებად შერაცხეს. „დაძველებისათვის“ ამონი უძველეს ადგილობრივ ღვთაებას – მინსაც დაუკავშირეს, რაც მისი სიმბოლიკიდანაც ჩანს – ამონის თავის სამოსი – ორი მაღალი ბუმბული – მინისაგან არის აღებული. მინთან მსგავსებას ამხელს ამონის ერთ-ერთი – იტიფალიური სახეც [[მათრახი]]თ ხელში და მისი [[სიმბოლო]] – ღორის ქადა (მცენარე). ამონმა მიიღო ასევე მინის [[ეპითეტი]] – „თავისი დედის ხარი“. ასეთი იტიფალიური ამონი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც მინ-ამონი, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ამონს მინის ადგილობრივ, ლოკალურ ფორმად და არა ჰერმოპოლისიდან გადმოტანილ ღვთაებად მიიჩნევს. ამონი იტიფალიური სახით ეგვიპტურ ტექსტებში მოიხსენიებოდა ასევე, როგორც ამონოპეტი (Im-ipt, „ლუქსორის ამონი“).  
  
 
ამონოპეტი ხშირად მოიაზრებოდა, როგორც „კარნაკის ამონისაგან“ დამოუკიდებელი ღვთაება და საკუთარი საკულტო ადგილი ჰქონდა „ოპეტში“ (ეგვ. Ip.t-„ქალების“, „ცოლების სახლი“), რომელიც [[ლუქსორი (ტაძარი)|ლუქსორი]]ს უზარმაზარი სატაძრო კომპლექსის ნაწილს შეადგენდა. „კარნაკის ამონს“ არ ჰქონდა იტიფალიური სახე და მინთან მხოლოდ ბუმბულებიანი თავის სამოსი აკავშირებდა. თუმცა ამონი ძირითადად ანთროპომორფულად, ლურჯი კანით გამოისახებოდა, ზოომორფული სახეებიც ჰქონდა. მისი მთავარი ცხოველი [[ცხვარი]] იყო, და ხანდახან ცხვარის ან ცხვარისთავიანი ადამიანის სახით იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით (ძირითადად ახალი სამეფოდან) მას [[ბატი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ბატი]]ს სახითაც წარმოადგენდნენ და ყველა პირველქმნილი ღვთაების მსგავსად, [[გველი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|გველი]]ს სახითაც მოიაზრებოდა.  
 
ამონოპეტი ხშირად მოიაზრებოდა, როგორც „კარნაკის ამონისაგან“ დამოუკიდებელი ღვთაება და საკუთარი საკულტო ადგილი ჰქონდა „ოპეტში“ (ეგვ. Ip.t-„ქალების“, „ცოლების სახლი“), რომელიც [[ლუქსორი (ტაძარი)|ლუქსორი]]ს უზარმაზარი სატაძრო კომპლექსის ნაწილს შეადგენდა. „კარნაკის ამონს“ არ ჰქონდა იტიფალიური სახე და მინთან მხოლოდ ბუმბულებიანი თავის სამოსი აკავშირებდა. თუმცა ამონი ძირითადად ანთროპომორფულად, ლურჯი კანით გამოისახებოდა, ზოომორფული სახეებიც ჰქონდა. მისი მთავარი ცხოველი [[ცხვარი]] იყო, და ხანდახან ცხვარის ან ცხვარისთავიანი ადამიანის სახით იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით (ძირითადად ახალი სამეფოდან) მას [[ბატი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ბატი]]ს სახითაც წარმოადგენდნენ და ყველა პირველქმნილი ღვთაების მსგავსად, [[გველი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|გველი]]ს სახითაც მოიაზრებოდა.  

მიმდინარე ცვლილება 03:15, 22 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ამონი

ამონი – ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი ღვთაება, რომელსაც ბერძნები ზევსთან აიგივებდნენ. ეგვიპტურად მისი სახელი (Imn) ნიშნავს „იდუმალს“, „უხილავს“.

ამონის აღზევება თებეს რაიონიდან დაიწყო. უძველესი მოხსენიება დათარიღებულია ინტეფ I-ის მეფობით (პირველი გარდამავალი პერიოდი, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2124-2118) და ამდენად, ეგვიპტისათვის ახალგაზრდა ღვთაებაა. მისი წარმოშობა დღემდე სადავოა. ზოგის აზრით, ამონის სამშობლო არ იყო თებე და თებეს ნომი, სადაც უძველესი დროიდან, როგორც მთავარ ღვთაებას, მინს ეთაყვანებოდნენ. ზეტე თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში ავითარებს აზრს, რომ ამონი ჰერმოპოლისის ოგდოადის ერთ-ერთი (იგივე სახელის მქონე) წევრია, რომელიც გარდამავალი პერიოდის დროს თებეს ნომარქებმა თავის მთავარ ღვთაებად შერაცხეს. „დაძველებისათვის“ ამონი უძველეს ადგილობრივ ღვთაებას – მინსაც დაუკავშირეს, რაც მისი სიმბოლიკიდანაც ჩანს – ამონის თავის სამოსი – ორი მაღალი ბუმბული – მინისაგან არის აღებული. მინთან მსგავსებას ამხელს ამონის ერთ-ერთი – იტიფალიური სახეც მათრახით ხელში და მისი სიმბოლო – ღორის ქადა (მცენარე). ამონმა მიიღო ასევე მინის ეპითეტი – „თავისი დედის ხარი“. ასეთი იტიფალიური ამონი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც მინ-ამონი, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ამონს მინის ადგილობრივ, ლოკალურ ფორმად და არა ჰერმოპოლისიდან გადმოტანილ ღვთაებად მიიჩნევს. ამონი იტიფალიური სახით ეგვიპტურ ტექსტებში მოიხსენიებოდა ასევე, როგორც ამონოპეტი (Im-ipt, „ლუქსორის ამონი“).

ამონოპეტი ხშირად მოიაზრებოდა, როგორც „კარნაკის ამონისაგან“ დამოუკიდებელი ღვთაება და საკუთარი საკულტო ადგილი ჰქონდა „ოპეტში“ (ეგვ. Ip.t-„ქალების“, „ცოლების სახლი“), რომელიც ლუქსორის უზარმაზარი სატაძრო კომპლექსის ნაწილს შეადგენდა. „კარნაკის ამონს“ არ ჰქონდა იტიფალიური სახე და მინთან მხოლოდ ბუმბულებიანი თავის სამოსი აკავშირებდა. თუმცა ამონი ძირითადად ანთროპომორფულად, ლურჯი კანით გამოისახებოდა, ზოომორფული სახეებიც ჰქონდა. მისი მთავარი ცხოველი ცხვარი იყო, და ხანდახან ცხვარის ან ცხვარისთავიანი ადამიანის სახით იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით (ძირითადად ახალი სამეფოდან) მას ბატის სახითაც წარმოადგენდნენ და ყველა პირველქმნილი ღვთაების მსგავსად, გველის სახითაც მოიაზრებოდა.

ამონი ძალას იხვეჭს თებეს აღზევებასთან ერთად. განდიდებისათვის თებეს ქურუმებმა იგი რასთან გააიგივეს („სინკრეტიზმი“) და ამონი ხდება „დიდი ამონ-რა, ღმერთების მეფე, რომელიც იპეტ-სუტში (Ip.t-wt, კარნაკის ტაძრის ეგვიპტური სახელი) ცხოვრობს“. იგი არის დემიურგი, სამყაროს შემოქმედი, რომელსაც დიდი ენეადა ექვემდებარება. თებეს „ენეადას“ (ეგვ. Ipt-ś w.t psdt), ჰელიოპოლისის ენეადის წევრების გარდა, მიაკუთვნებდნენ ხატხორს, ხორს, სუხოსს (სობეკს), ზენენეტს და იუნიტს, და ამდენად იგი 15 წევრისაგან შედგებოდა.

ამონის რასთან გაიგივება XI დინასტიით არის დათარიღებული. თანდათან მზის არსება დომინირებული ელემენტი ხდება ამონისათვის, რომელიც ასევე ჰაერთან იყო ასოცირებული, რაზეც მეტყველებს მისი ლურჯი ფერი და სახელი. ხშირად მოიხსენიება ასევე, როგორც ამონ-რა-ხორახტი, ატუმი და ხეპრი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამონში მზის ღვთაების ყველა ფორმა გაერთიანდა (მაგ. ჰიმნებში ამონისადმი). გაიგივებული იყო ამონი პტახთანაც. ერთ-ერთ ჰიმნში ნათქვამია: „ყველა ღმერთი სამია: ამონი, რა, პტახი, და არავინაა მათი მსგავსი“. ამონის კიდევ ერთი თვისება მისი იდუმალება და უხილავობა იყო, რაც უკვე მის სახელში ჩანს და ამონის, როგორც უხილავი ჰაერის და ქარის არსებაში ვლინდება. ეგვიპტელები სუნთქვას „სიცოცხლის ჩასუნთქვას“ ეძახდნენ, რადგან ჰაერს სიცოცხლის მატარებლად თვლიდნენ. ამიტომ ამონი იყო ყოვლისმომცველი ღვთაება, „სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც ყველა საგანში რჩება და ყველაფერს აცოცხლებს“.

ამონს ჰყავდა ოჯახიც, რომლის წევრებთან ერთადაც ტრიადას ქმნიდა მეუღლე მუტი და ვაჟიშვილი ხონსუ. ამონის ტრიადას თებეში ტაძრები ჰქონდა. ამონი მჭიდროდ იყო დაკავშირებული თებესთან და მისი არეალიდან გამოსულ დინასტიებთან, და მისი დიდება თებეს და მისი მეფეების აღზევებას უკავშირდება. გვიანდელ და ბერძნულ პერიოდებში, როცა პოლიტიკურმა ცენტრმა კვლავ ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა, ამონმა დაკარგა თავისი სრულიად ეგვიპტური მნიშვნელობა და ისევე, როგორც ისტორიის დასაწყისში, თებეს ლოკალურ ღვთაებად გადაიქცა.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები