ამონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონი(ეგვიპტ.) „დაფარული“, ლოგიაში მზის ღმერთის ერთ-ერთი სახე, სახელწოდებით ამონ-რაე. ითვლება შემოქმედად, რომელმაც შექმნა ყოველი არსებული, ამონია ყველაფრის სათავე და თებე, მისი ქალაქი, კი ის ადგილია, საიდანაც სამყარო წარმოიშვა.

ამონში უხილავად მყოფობენ ღმერთები, ადამიანები, ცხოველები და საგნები. ის აძლევს ყოველ ქმნილებას არსებობას და სუნთქვას. თავდაპირველად იგი თებეს მთავარი ღმერთი იყო, სადაც ის ტრიადას ქმნის: ამონ-რაე, მისი ღვთაებრივი ცალი მუთი და ძე ხონსუ, მთვარის ღმერთი. მერე იგი მთელი ეგვიპტის მფარველი ღმერთი გახდა მეთვრამეტე დინასტიის დროს. ეგვიპტის ფარაონს ამონის შვილად მიიჩნევდნენ, რაც მის ღვთიურობას ადასტურებდა. ფარაონი მისი სახელით ამარცხებდა ეგვიპტის მტრებს. „მე შენთან ვარ, შენი მამა ვარ, ჩემი ხელი შენთან არის, მე უფრო სანდო ვარ, ვიდრე ასი ათასობით ადამიანი. მე გამარჯვებათა უფალი ვარ...“ პასუხობს ამონი ფარაონის ვედრებაზე. ამონის სახელი შედის ზოგიერთი ფარაონის სამეფო სახელში (მაგალითად, თუთ-ანხ-ამონი).

ალექსანდრე მაკედონელმა, როცა ის თებეში ამონის მთავარი ტაძრიდან გამოვიდა, თავი ამონის შვილად გამოაცხადა. ამონის წმიდა ცხოველი ვერძია (ამიტომაც ალექსანდრეს ვერძის რქებით გამოსახავდნენ).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები