ბაგრატ III (საქართველოს მეფე)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Bagrat mesame.jpg|thumb|250პქ|'''ბაგრატ მესამე''', გელათის ფრესკა]] | [[ფაილი:Bagrat mesame.jpg|thumb|250პქ|'''ბაგრატ მესამე''', გელათის ფრესკა]] | ||
− | '''ბაგრატ III ბაგრატიონი''' – | + | '''ბაგრატ III ბაგრატიონი''' – ერთიანი [[საქართველო]]ს პირველი მეფე 975-1014 წლებში, [[გურგენი (მეფეთა მეფე)|მეფეთა-მეფის გურგენის]] და გურანდუხტ დედოფლის შვილი. |
− | + | ====პოლიტიკური ვითარება==== | |
+ | ფეოდალური საქართველოს გაერთიანება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. იგი დაიწყო VIII საუკუნის ბოლოს. ამ მოვლენის შესახებ მოგვითხრობს ეროვნული წყარო „[[მატიანე ქართლისა]]“. ქართველი მეფე-მთავრები იბრძოდნენ საკუთარი სამთავროების საზღვრების გაფართოებისათვის, პირველობისათვის. პირველობისათვის ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება [[შიდა ქართლი]]ს დაუფლებას. შიდა ქართლი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიულად, ასევე პოლიტიკურად. ქართული ქრისტიანობის ცენტრიც შიდა ქართლში – მცხეთაშია. ამავე დროს იგი წარმოადგენს ძველი ქართლის სამეფოს, სეფე-სახლის უმთავრეს დონეს. ქართლის მეფის თავდაპირველი ხელისუფლებაც ამ ქვეყნის მფლობელობის საფუძველზე უნდა იყოს აღმოცენებული, ქართლი ყველაზე დაწინაურებული მხარეა ეკონომიკურად და კულტურულად. ამრიგად, ბრძოლა ტერიტორიისათვის „არგვეთიდან ტასის კარამდე“ დაუნდობელია, ეს არის „ბრძოლა ქართლსა ზედა“. | ||
− | + | VIII საუკუნის დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთვნოდა IX საუკუნის დასაწყისში მას ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) იერთებს. IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ X საუკუნის 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინაფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო [[თეოდოს III]] უსინათლოს (975-978) მეფობაში. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას. | |
− | + | საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა [[ქართლის ერისთავი]] [[იოანე მარუშისძე]] თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა მეფის გურგენის შვილი. ეგრის აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; „აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“. დავითმა მხარი დაუჭირა თავის შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა კახეთის ქორეპისკოპოსი [[კვირიკე II]], რომელსაც უფლისციხისთვის (ქართლის პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა.იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვნების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა, ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისთვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III -ის ენერგიული ჩარევის შემდეგ ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადასცეს. მოგვიანებით, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელის შეეწყობით და დავით ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს. უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფო მართვას. | |
− | + | ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის. | |
− | ბაგრატ III- | + | ბაგრატ III-ის უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენა და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები, რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება. |
− | + | 980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია. რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები: ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, დედისგან უფლისციხე ჩაიბარა, მდგომარეობა განიმტკიცა და ისევ აფხაზეთში გადავიდა, ასე დაამკვიდრა მან თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე. | |
− | + | დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო. ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო-ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III-ის პაპა, ბაგრატ II ფლობდა, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი, მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი. კლდეკარის საერისთავო დაუმორჩილებლობას აცხადებს. | |
− | + | 989 წლის ზამთარს, ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაშ მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანდლისის ხევი, სკვირეთი) შეავედრა შვილი და თვითონ „დაჯდა მამულსა თჳსსა არგვეთს“. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ [[ზვიად მარუშიანი|ზვიად მარუშიანს]] გადასცა, როგორც მოხელე ერისთავს. | |
− | ბაგრატ III-მ ააგო და აკურთხა ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების, ე.წ. [[ბაგრატის ტაძარი]]. ტაძრის კურთხევის დროს მეფემ „შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი, და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი მამულის და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“. მეფემ გააფართოვა ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყსო, ქუთაისის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ბაგრატ III-ის დროსვე დაიწყო [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოვლის]] ახალი ტაძრის მშენებლობა. ამავე პერიოდშია შექმნილი [[ხატი|ხატები]], ჯვრები, ქართული [[ოქრომჭედლობა|ოქრომჭედლობის]] შესანიშნავი ნიმუშები – [[ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი|ბრეთის ჯვარი]], ცაგერის მაცხოვრის ხატი, ცაიშის ჯვარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია (თავის დროზე შემოქმედის ტაძარში დაცული და 1923 წელს განადგურებული) 1008 წლით დათარიღებული სამი ფირფიტა: [[ფერისცვალება]], იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, რომელთა მხოლოდ ფოტოებია შემორჩენილი. | + | 1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი კეისარმა (976-1025) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატ III-ს და გურგენ მეფეს, მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, მეორეს კი მაგისტრობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა, რადგან იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა0წყლის ხარჯზე ე.წ. „იბერიის თემი“, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. შემდეგ ეს ტერიტორიები საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლის მიზეზი გახდა. |
+ | |||
+ | 1008 წელს, გურგენ მეფეთა-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შაშვეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ბაგრატ III-მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის ტიტული“. | ||
+ | |||
+ | ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომელიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკუეთუ იძიებ ციხეთა იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთს დასაპყრობად. ამ დროისათვის იქ კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატ III-მ ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა იხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლით წლმდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. | ||
+ | |||
+ | მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანი) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა. | ||
+ | |||
+ | საქართველოს გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მოიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი გარდაიცვალნენ. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიდან ნაწილი ბიზანტიაში გაიხიზნა, ნაწილი კი პატიმრობაში დაიხოცა. მათი სამფლობელოები ბაგრატმა შემოიერთა. | ||
+ | |||
+ | ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და სახელმწიფო „საქართველო“-ს. ბაგრატ III იწოდებოდა „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი“. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. | ||
+ | |||
+ | აი რას წერს მის შესახებ მემატიანე: „ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწოფეთა ყოველთა გაგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მალობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მოსანდობელნი და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინაღმდგომნი მისნი: მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა... რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოველითა ქონებითა: ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათჳს“ | ||
+ | |||
+ | ბაგრატ III-ის მეფობის დროს ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მის დროს ააგეს ე.წ. „სოხუმის ციხე“ – ერთ-ერთი საყრდენი მისი ხელისუფლებისა დასავლეთ საქართველოში; ფართოდ გაიშალა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, აიგო მარტვილის საყდრის [[სანათლავი]], [[ხცისის ეკლესია]] შიდა ქართლში, ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, სადაც საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა, [[ბედიის მონასტერი|ბედიის ტაძარი]]. ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობით, „დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო“. ეს იყო იმ დიდი საეკლესიო ღონისძიებების დაგვირგვინება, რომლებიც მისმა წინაპარმა აფხაზთა მეფეებმა დაიწყეს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინოპოლის ქვეშევრდომობიდან გამოყვანის მიზნით. ბედიის საეპისკოპოსო მეფემ უზრუნველყო მამულებით, საეკლესიო ნივთებით, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი და დედოფალ გურანდუხტის მიერ შეწირულ [[ბედიის ბარძიმი|ოქროს ბარძიმს]] (999) ქართული ასომთავრული წარწერით. ბედიაში არის მისი ფრესკა ეკლესიის მოდელით ხელში. ბედია ბაგრატ III-მ თავის [[საძვალე]]დ გამოარჩია. | ||
+ | |||
+ | ბაგრატ III-მ ააგო და აკურთხა ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების, ე.წ. [[ბაგრატის ტაძარი]]. ტაძრის კურთხევის დროს მეფემ „შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი, და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი მამულის და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“. მეფემ გააფართოვა ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყსო, ქუთაისის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ბაგრატ III-ის დროსვე დაიწყო [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოვლის]] ახალი ტაძრის მშენებლობა. ამავე პერიოდშია შექმნილი [[ხატი|ხატები]], ჯვრები, ქართული [[ოქრომჭედლობა|ოქრომჭედლობის]] შესანიშნავი ნიმუშები – [[ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი|ბრეთის ჯვარი]], ცაგერის მაცხოვრის ხატი, ცაიშის ჯვარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია (თავის დროზე შემოქმედის ტაძარში დაცული და 1923 წელს განადგურებული) 1008 წლით დათარიღებული სამი ფირფიტა: [[ფერისცვალება]], იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, რომელთა მხოლოდ ფოტოებია შემორჩენილი. | ||
+ | |||
+ | მის სახელს უკავშირდება ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლის, ე.წ. „ბაგრატ კურაპალატის სამართლის“ შედგენა. ვარაუდობენ, რომ მის შესადგენად გამოყენებულია სამეფო-სამთავროებში (მაგ.: ქართველთა სამეფოში) არსებული სამართლის წიგნები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ერთიანი ქვეყნის მოთხოვნათა მიხედვით გადამუშავებული კოდექსი, რომელშიც მოცემულია საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის – ეკლესიისა და ეკლესიის მსახურთა უფლება-მოვალეობანი; საგანგებო მუხლები ეძღვნება მეფესა და [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსს]], [[მღვდელი|მღვდელსა]] და [[მონაზონი|მონაზონს]], დიდებულსა და [[აზნაური|აზნაურს]] შორის ურთიერთობის საკითხებს, განსაზღვრულია ეკლესიის მსახურთა სისხლი, მკაცრი სასჯელია დაწესებული ეკლესიის გაძარცვისათვის. ბაგრატ III-მ შეუვალობა (იმუნიტეტი) მიანიჭა მცხეთის საკათოლიკოსოს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი აქტი დიდი მადლიერების გამოხატულება იყო იმ თანადგომისათვის, რომელიც [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|ქართულმა ეკლესია]]მ გამოიჩინა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. ერთიანი ქართული ეკლესია, [[კათოლიკოსი]]თ სათავეში, ქართული ქვეყნების ერთ [[სახელმწიფო]]დ გაერთიანებისათვის მებრძოლი ძალების უმთავრესი და უძლიერესი მოკავშირე და საყრდენი იყო. [[კათოლიკოს-პატრიარქი]] მელქისედეკ / წერს: „და რომელნი ძუელად ჰქონდეს ამას წმიდასა დედაქალაქსა, შესავალნი იყუნეს და მე მოვახსენე გამზრდელსა ჩემსა ბაგრატ კურაპალატსა (ბაგრატ III) და შეუვალად გამიხადნეს და მიბოძეს სიმტკიცე შეუვალობისაჲ“. | ||
+ | |||
+ | ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში. დაკრძალულია ბედიის ტაძარში. | ||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
ხაზი 38: | ხაზი 51: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
− | + | * [[საქართველოს მეფეები]] | |
− | [[კატეგორია:გაერთიანებული საქართველოს მეფეები ]] | + | [[კატეგორია:ქართველი წმინდანები]] |
+ | [[კატეგორია:გაერთიანებული საქართველოს მეფეები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი კურაპალატები]] | ||
[[კატეგორია:ბაგრატიონები]] | [[კატეგორია:ბაგრატიონები]] |
22:28, 18 ივნისი 2024-ის ვერსია
ბაგრატ III ბაგრატიონი – ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, მეფეთა-მეფის გურგენის და გურანდუხტ დედოფლის შვილი.
პოლიტიკური ვითარება
ფეოდალური საქართველოს გაერთიანება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. იგი დაიწყო VIII საუკუნის ბოლოს. ამ მოვლენის შესახებ მოგვითხრობს ეროვნული წყარო „მატიანე ქართლისა“. ქართველი მეფე-მთავრები იბრძოდნენ საკუთარი სამთავროების საზღვრების გაფართოებისათვის, პირველობისათვის. პირველობისათვის ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიდა ქართლის დაუფლებას. შიდა ქართლი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიულად, ასევე პოლიტიკურად. ქართული ქრისტიანობის ცენტრიც შიდა ქართლში – მცხეთაშია. ამავე დროს იგი წარმოადგენს ძველი ქართლის სამეფოს, სეფე-სახლის უმთავრეს დონეს. ქართლის მეფის თავდაპირველი ხელისუფლებაც ამ ქვეყნის მფლობელობის საფუძველზე უნდა იყოს აღმოცენებული, ქართლი ყველაზე დაწინაურებული მხარეა ეკონომიკურად და კულტურულად. ამრიგად, ბრძოლა ტერიტორიისათვის „არგვეთიდან ტასის კარამდე“ დაუნდობელია, ეს არის „ბრძოლა ქართლსა ზედა“.
VIII საუკუნის დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთვნოდა IX საუკუნის დასაწყისში მას ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) იერთებს. IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ X საუკუნის 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინაფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978) მეფობაში. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას.
საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა მეფის გურგენის შვილი. ეგრის აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; „აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“. დავითმა მხარი დაუჭირა თავის შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხისთვის (ქართლის პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა.იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვნების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა, ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისთვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III -ის ენერგიული ჩარევის შემდეგ ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადასცეს. მოგვიანებით, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელის შეეწყობით და დავით ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს. უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფო მართვას.
ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის.
ბაგრატ III-ის უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენა და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები, რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება.
980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია. რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები: ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, დედისგან უფლისციხე ჩაიბარა, მდგომარეობა განიმტკიცა და ისევ აფხაზეთში გადავიდა, ასე დაამკვიდრა მან თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე.
დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო. ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო-ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III-ის პაპა, ბაგრატ II ფლობდა, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი, მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი. კლდეკარის საერისთავო დაუმორჩილებლობას აცხადებს.
989 წლის ზამთარს, ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაშ მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანდლისის ხევი, სკვირეთი) შეავედრა შვილი და თვითონ „დაჯდა მამულსა თჳსსა არგვეთს“. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა, როგორც მოხელე ერისთავს.
1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი კეისარმა (976-1025) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატ III-ს და გურგენ მეფეს, მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, მეორეს კი მაგისტრობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა, რადგან იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა0წყლის ხარჯზე ე.წ. „იბერიის თემი“, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. შემდეგ ეს ტერიტორიები საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლის მიზეზი გახდა.
1008 წელს, გურგენ მეფეთა-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შაშვეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ბაგრატ III-მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის ტიტული“.
ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომელიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკუეთუ იძიებ ციხეთა იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთს დასაპყრობად. ამ დროისათვის იქ კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატ III-მ ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა იხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლით წლმდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა.
მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანი) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.
საქართველოს გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მოიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი გარდაიცვალნენ. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიდან ნაწილი ბიზანტიაში გაიხიზნა, ნაწილი კი პატიმრობაში დაიხოცა. მათი სამფლობელოები ბაგრატმა შემოიერთა.
ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და სახელმწიფო „საქართველო“-ს. ბაგრატ III იწოდებოდა „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი“. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.
აი რას წერს მის შესახებ მემატიანე: „ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწოფეთა ყოველთა გაგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მალობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მოსანდობელნი და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინაღმდგომნი მისნი: მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა... რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოველითა ქონებითა: ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათჳს“
ბაგრატ III-ის მეფობის დროს ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მის დროს ააგეს ე.წ. „სოხუმის ციხე“ – ერთ-ერთი საყრდენი მისი ხელისუფლებისა დასავლეთ საქართველოში; ფართოდ გაიშალა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, აიგო მარტვილის საყდრის სანათლავი, ხცისის ეკლესია შიდა ქართლში, ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, სადაც საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა, ბედიის ტაძარი. ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობით, „დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო“. ეს იყო იმ დიდი საეკლესიო ღონისძიებების დაგვირგვინება, რომლებიც მისმა წინაპარმა აფხაზთა მეფეებმა დაიწყეს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინოპოლის ქვეშევრდომობიდან გამოყვანის მიზნით. ბედიის საეპისკოპოსო მეფემ უზრუნველყო მამულებით, საეკლესიო ნივთებით, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი და დედოფალ გურანდუხტის მიერ შეწირულ ოქროს ბარძიმს (999) ქართული ასომთავრული წარწერით. ბედიაში არის მისი ფრესკა ეკლესიის მოდელით ხელში. ბედია ბაგრატ III-მ თავის საძვალედ გამოარჩია.
ბაგრატ III-მ ააგო და აკურთხა ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების, ე.წ. ბაგრატის ტაძარი. ტაძრის კურთხევის დროს მეფემ „შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი, და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი მამულის და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“. მეფემ გააფართოვა ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყსო, ქუთაისის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ბაგრატ III-ის დროსვე დაიწყო სვეტიცხოვლის ახალი ტაძრის მშენებლობა. ამავე პერიოდშია შექმნილი ხატები, ჯვრები, ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები – ბრეთის ჯვარი, ცაგერის მაცხოვრის ხატი, ცაიშის ჯვარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია (თავის დროზე შემოქმედის ტაძარში დაცული და 1923 წელს განადგურებული) 1008 წლით დათარიღებული სამი ფირფიტა: ფერისცვალება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, რომელთა მხოლოდ ფოტოებია შემორჩენილი.
მის სახელს უკავშირდება ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლის, ე.წ. „ბაგრატ კურაპალატის სამართლის“ შედგენა. ვარაუდობენ, რომ მის შესადგენად გამოყენებულია სამეფო-სამთავროებში (მაგ.: ქართველთა სამეფოში) არსებული სამართლის წიგნები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ერთიანი ქვეყნის მოთხოვნათა მიხედვით გადამუშავებული კოდექსი, რომელშიც მოცემულია საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის – ეკლესიისა და ეკლესიის მსახურთა უფლება-მოვალეობანი; საგანგებო მუხლები ეძღვნება მეფესა და ეპისკოპოსს, მღვდელსა და მონაზონს, დიდებულსა და აზნაურს შორის ურთიერთობის საკითხებს, განსაზღვრულია ეკლესიის მსახურთა სისხლი, მკაცრი სასჯელია დაწესებული ეკლესიის გაძარცვისათვის. ბაგრატ III-მ შეუვალობა (იმუნიტეტი) მიანიჭა მცხეთის საკათოლიკოსოს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი აქტი დიდი მადლიერების გამოხატულება იყო იმ თანადგომისათვის, რომელიც ქართულმა ეკლესიამ გამოიჩინა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. ერთიანი ქართული ეკლესია, კათოლიკოსით სათავეში, ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის მებრძოლი ძალების უმთავრესი და უძლიერესი მოკავშირე და საყრდენი იყო. კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ / წერს: „და რომელნი ძუელად ჰქონდეს ამას წმიდასა დედაქალაქსა, შესავალნი იყუნეს და მე მოვახსენე გამზრდელსა ჩემსა ბაგრატ კურაპალატსა (ბაგრატ III) და შეუვალად გამიხადნეს და მიბოძეს სიმტკიცე შეუვალობისაჲ“.
ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში. დაკრძალულია ბედიის ტაძარში.
ბაგრატ III მრავალმნიშვნელოვანი |