თეოდოს III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოდოს III – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 975-978. გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის სიკვდილის შემდეგ დაუპირისპირდა თავის ძმას – დემეტრე III-ს. თეოდოსი ბავშვობიდან ბიზანტიაში იზრდებოდა. იგი ტახტისათვის ბრძოლაში დამარცხდა და დემეტრემ მას თვალები დასწვა, თუმცა დემეტრეს სიკვდილის შემდეგ იგი სამეფო ტახტზე ავიდა. მეფის უსინათლობითა და სისუსტით სარგებლობდნენ ფეოდალები და ქვეყანა ანარქიამ მოიცვა. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა. წყაროებში იგი იხსენიება, როგორც „თვალდამწვარი“, „მწუხარე“.

ამ დროს 972 წ „აფხაზთა მეფედ“ აკურთხეს თეოდოსის დისწული ბაგრატ ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III, რომელმაც ბრმა თეოდოსი დავით კურაპალატთან გაგზავნა. ამის შემდეგ თეოდოსი წყაროებში აღარ იხსენიება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები