ლეონ III (აფხაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონ III – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 957-967. გიორგი II-ის ძე. მამამისმა აჯანყებული კონსტანტინეს დასჯის შემდეგ ქართლის გამგებლად დასვა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ლეონი აფხაზეთის სამეფო ტახტზე ავიდა. მამის დავალებით იბრძოლა კახეთში, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ლეონი დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოსს კვირიკეს, რომელმაც აღიარა აფხაზთა მეფის უზენაესობა. ლეონმა თავისი შვილი მიათხოვა კვირიკეს ვაჟს, მაგრამ ზავი ხანგრძლივი არ ყოფილა. როდესაც ლეონის ასული გარდაიცვალა, აფხაზთა მეფემ დაიწყო ბრძოლა კვირიკეს წინააღმდეგ: „კუალად იწყო მტრობად კჳრიკეს და ძებნად კახეთისა. გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგვის პირსა, ასჳდა მუხრანი. ხერკი და ბაზალეთი და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა“ – მოგვითხრობს „მატიანე ქართლისა“.

ლეონ III-ის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, ლეონმა „აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდარი საეპისკოპოსოდ“.

მისი მეფობის დროს აშენდა კუმურდოს ტაძარი. ამ ტაძრის წარწერიდან (964) ჩანს, რომ X საუკუნის შუა წლებში ჯავახეთზე ლეონის ხელისუფლება ვრცელდება. აქ აფხაზთა მეფის მოხელე ერისთავი ზვიად მარუშიანი იჯდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები