კრებილონი პროსპერ დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კრებილონი პროსპერ დე“ გადაიტანა გვერდზე „[[პროსპერ დე კრებილონი]...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პროსპერ დე კრებილონი“ გადაიტანა გვერდზე „[[კრებილონი პროსპერ დე]...)

12:46, 12 ივლისი 2023-ის ვერსია

პროსპერ დე კრებილონი

პროსპერ დე კრებილონი – (Prosper Jolyot de Crébillon, 1674-1762), XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგი დრამატურგი.

პროსპერ დე კრებილონს საშინელებათა თემატიკის გამოყენებით უნდოდა ტრაგედიის ჟანრის გამოცოცხლება. იგი წერდა: „მე არ მქონდა არჩევანი: კორნელმა თავისთვის აირჩია ცა, რასინმა მიწა, დარჩა მხოლოდ ჯოჯოხეთი და მე თავაღებით გადავეშვი მასში“. დრამატურგი ცდილობდა ფრანგულ კლასიცისტურ ტრაგედიაში გამოეყენებინა ინგლისელი დრამატურგის, თომას კიდის „სისხლიანი“ ტრაგედიებისთვის დამახასიათებელი დეტალები. მაგრამ კიდის პიესებისგან განსხვავებით, სადაც ყველა საშინელი, სისხლიანი სცენა მაყურებელთა თვალწინ თამაშდებოდა, კრებილონის ნაწარმოებებში ასეთ ეპიზოდებს უყვებოდნენ მაყურებელს, რადგან, კლასიცისტური კანონების თანახმად, მათი გათამაშება სცენაზე არ შეიძლებოდა. კრებილონი პიესებში სიტუაციების უტრირებას ახდენდა, იყენებდა მოულოდნელობებს, „გამოცნობებს“ და სხვადასხვა მსგავს ეფექტს, რათა ფაბულა საინტერესო ყოფილიყო. მისი ნაწარმოებები გამოირჩეოდა მანერულობით, მთავარი იყო ინტრიგა და არა ხასიათები. კრებილონის რამდენიმე ტრაგედიის წარმატების მიუხედავად, მისი პიესები წარუმატებელი აღმოჩნდა სცენისთვის.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები