ფაბულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაბულა – (ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), თეატრის „ფორმულის“ უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, რაღაც ამბის (ისტორიის) სქემა, ძირითადი ქარგა; მასში კოდირებულია ამბის შინაგანი, ლოგიკური თანმიმდევრობა და სიუჟეტის აგების პოტენციალი. სქემატურობის გამო, ფაბულა მოკლებულია აზრობრივ-მხატვრულ განზოგადებას და დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ესთეტიკურ ფენომენს. ასეთად იგი იქცევა სიუჟეტის, როგორც „ამბავთა სისტემის“ ჩამოყალიბების შემდგომ, როცა გამოიკვეთება წინააღმდეგობები, ადამიანთა ურთიერთობები, ხასიათები. ფაბულას თვითონ მწერალი ქმნის ან იღებს ლეგენდიდან, გადმოცემიდან, ისტორიული ფაქტიდან და ა.შ.

ტერმინი ფაბულა სრულად შეესატყვისება ბერძნულ „მითოსს“. მისი შეთხზვა ნიშნავს მოქმედების სტრუქტურირებას (მოტივაცია, კონფლიქტები, კოლიზიები, ტიპები, არქეტიპები, ხასიათები და ა.შ). ფაბულა მხატვრული მედიტაციის უმთავრესი წყაროა და სიუჟეტად ყალიბდება მწერლის ინდივიდუალობასთან შერწყმის შემდეგ.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები