გუდრონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გუდრონი''' − (ფრანგ. goudron [[კუპრი]]), ბლანტი სითხე ან მყარი [[ასფალტი|ასფალტისებრი]] შავი ფერის პროდუქტი, რომელიც რჩება ნავთობისგან სათბობი და საზეთი ფრაქციების გამოხდის შედეგად.  
+
'''გუდრონი''' − (ფრანგ. goudron [[კუპრი]]), ბლანტი სითხე ან მყარი [[ასფალტი|ასფალტისებრი]] შავი ფერის [[პროდუქტი]], რომელიც რჩება ნავთობისგან სათბობი და საზეთი ფრაქციების გამოხდის შედეგად.  
  
 
სიმკვრივე – 950-1030 კგ/მ<sup>3</sup>; <br />
 
სიმკვრივე – 950-1030 კგ/მ<sup>3</sup>; <br />

მიმდინარე ცვლილება 12:35, 15 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

გუდრონი − (ფრანგ. goudron კუპრი), ბლანტი სითხე ან მყარი ასფალტისებრი შავი ფერის პროდუქტი, რომელიც რჩება ნავთობისგან სათბობი და საზეთი ფრაქციების გამოხდის შედეგად.

სიმკვრივე – 950-1030 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 12-55°C;
აალების ტემპერატურა – 290-350°C.

შეიცავს პარაფინურ და არომატულ ნახშირწყალბადებს (45-95%), ნავთობის მაღალმოლეკულურ კომპონენტებს (3-17%), აგრეთვე ნავთობის ფისებს (2-38%). ნაცრიანობა, როგორც წესი, ნაკლებია 0,5%-ზე. გუდრონის შედგენილობაში შედის (წონითი მასის მიხედვით): ნახშირბადი (85-87%), წყალბადი (9,3-11,8%), გოგირდი (0,2-6,3%, აზოტი (0,2-0,7%), ჟანგბადი (0,08-1,25%), აგრეთვე ნავთობში შემავალი ყველა ლითონი (ვანადიუმი, ნიკელი და ა.შ.). გამოიყენება საგზაო, საბურულე, სამშენებლო ბიტუმების, მცირენაცრიანი კოქსის, საპოხი ზეთების, მაზუთის, საწვავი აირების, ძრავის საწვავის, აგრეთვე ნავთობის კრეკინგისათვის საჭირო ნედლეულის საწარმოებლად.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები