კოლხეთის ეროვნული პარკი
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | ||
− | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული პარკები]] | + | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული ტყე-პარკები]] |
[[კატეგორია:საქართველოს დაცული ტერიტორიები]] | [[კატეგორია:საქართველოს დაცული ტერიტორიები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:20, 4 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
კოლხეთის ეროვნული პარკი – კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. განლაგებულია 5 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებზე და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების – ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.
პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს. პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.