კოლხეთის ეროვნული პარკი
(ახალი გვერდი: კოლხეთის ეროვნული პარკი '''კოლხეთის ეროვ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Kolxetis parki.png|thumb| | + | [[ფაილი:Kolxetis parki.png|thumb|300პქ|კოლხეთის ეროვნული პარკი]] |
− | '''კოლხეთის ეროვნული პარკი''' | + | '''კოლხეთის ეროვნული პარკი''' – კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, [[პალიასტომის ტბა|პალიასტომის ტბის]] მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება [[მდინარე]] ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. განლაგებულია 5 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებზე და [[საქართველო|საქართველოს]] ორი ისტორიული რეგიონის – [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[გურია|გურიის]] ნაწილია. |
− | |||
− | |||
− | |||
[[ფაილი:Kolkheti.png|მარცხნივ|300პქ|კოლხეთის ეროვნული პარკი]] | [[ფაილი:Kolkheti.png|მარცხნივ|300პქ|კოლხეთის ეროვნული პარკი]] | ||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების – [[ხობისწყალი|ხობისწყლისა]] და [[რიონი|რიონის]] კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და [[ჭურია|ჭურიის]] შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. | ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების – [[ხობისწყალი|ხობისწყლისა]] და [[რიონი|რიონის]] კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და [[ჭურია|ჭურიის]] შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. | ||
− | პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი | + | პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]], ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს. პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. |
ხაზი 19: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული პარკები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული პარკები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:საქართველოს დაცული ტერიტორიები]] | [[კატეგორია:საქართველოს დაცული ტერიტორიები]] |
23:05, 3 დეკემბერი 2023-ის ვერსია
კოლხეთის ეროვნული პარკი – კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. განლაგებულია 5 მუნიციპალიტეტის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიებზე და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის, ნაბადასა და იმნათის ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების – ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.
პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს. პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.