არგონავტები
ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
საუცხოო სანახაობა გადაიშალა მინიების თვალწინ: მზეზე ბრწყინავდა მზის ძის, [[აიეტი]]ს, დიდებული სასახლე, რომელსაც ფართო ჭიშკრებითა და სვეტებით დამშვენებული [[გალავანი]] ერტყა გარშემო. ეზოში ოთხი [[წყარო]] მოედინებოდა: რძის, ღვინის, ზეთისა და ჩვეულებრივი წყლის. ეს უკანასკნელი ზამთარში თბილი იყო, ხოლო ზაფხულში – ყინულივით ცივი. | საუცხოო სანახაობა გადაიშალა მინიების თვალწინ: მზეზე ბრწყინავდა მზის ძის, [[აიეტი]]ს, დიდებული სასახლე, რომელსაც ფართო ჭიშკრებითა და სვეტებით დამშვენებული [[გალავანი]] ერტყა გარშემო. ეზოში ოთხი [[წყარო]] მოედინებოდა: რძის, ღვინის, ზეთისა და ჩვეულებრივი წყლის. ეს უკანასკნელი ზამთარში თბილი იყო, ხოლო ზაფხულში – ყინულივით ცივი. | ||
− | მეფე აიეტმა თავაზიანი ღიმილით დაფარა ის გაოცება, რომელიც მინიელთა ხილვისას დაეუფლა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო მათი მოსვლის მიზეზი, ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „კეთილი, მივცემ იასონს ოქროს საწმისს, მაგრამ იცოდეთ, იგი ჩემი ქვეყნის ბედნიერების თილისმაა. ვიდრე ამ საწმისს წაიღებდეს თქვენი რჩეული, თავის ძალაში დამარწმუნოს. მყავს ორი ხარი – [[ჰეფესტოსი|ჰეფესტოსაგან]] ძღვნად მიღებული. მათ სპილენძის ფეხები აქვთ და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევენ. იასონმა ეს ხარები [[უღელი|უღელში]] უნდა შეაბას, [[არესი|არესის]] ველი გადახნას, ხნულებში [[პური|პურის]] თესლის ნაცვლად [[გველეშაპი|გველეშაპის]] კბილები ჩაყაროს და აქედან აღმოცენებული იარაღასხმული მეომრები გაანადგუროს. ამის შემდეგ კი უნდა მიმართოს დრაკონს, რომელიც იცავს ოქროს საწმისს“. | + | მეფე აიეტმა თავაზიანი ღიმილით დაფარა ის გაოცება, რომელიც მინიელთა ხილვისას დაეუფლა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო მათი მოსვლის მიზეზი, ასეთი [[სიტყვა]] წარმოთქვა: „კეთილი, მივცემ იასონს ოქროს საწმისს, მაგრამ იცოდეთ, იგი ჩემი ქვეყნის ბედნიერების თილისმაა. ვიდრე ამ საწმისს წაიღებდეს თქვენი რჩეული, თავის ძალაში დამარწმუნოს. მყავს ორი ხარი – [[ჰეფესტოსი|ჰეფესტოსაგან]] ძღვნად მიღებული. მათ სპილენძის ფეხები აქვთ და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევენ. იასონმა ეს ხარები [[უღელი|უღელში]] უნდა შეაბას, [[არესი|არესის]] ველი გადახნას, ხნულებში [[პური|პურის]] თესლის ნაცვლად [[გველეშაპი|გველეშაპის]] კბილები ჩაყაროს და აქედან აღმოცენებული იარაღასხმული მეომრები გაანადგუროს. ამის შემდეგ კი უნდა მიმართოს დრაკონს, რომელიც იცავს ოქროს საწმისს“. |
მეორე დილას, გამოჩნდა თუ არა ვარდისფერთითება [[აისი]] ცის კაბადონზე, ყველამ [[არესი]]ს წმინდა ველისკენ ისწრაფა. კოლხები ცალკე იდგნენ, ბერძნები – ცალკე. მეფე აიეტი კვერთხით ხელში ამაღლებულ ადგილას დაბრძანდა. შუაში იყო [[მოედანი]]. ძლივს აკავებდნენ აქ ჰეფესტოს ხარებს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ ალმასის ნესტოებიდან. მათი სუნთქვით ბალახს [[ცეცხლი]] ეკიდებოდა. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა – ხარებისაკენ | მეორე დილას, გამოჩნდა თუ არა ვარდისფერთითება [[აისი]] ცის კაბადონზე, ყველამ [[არესი]]ს წმინდა ველისკენ ისწრაფა. კოლხები ცალკე იდგნენ, ბერძნები – ცალკე. მეფე აიეტი კვერთხით ხელში ამაღლებულ ადგილას დაბრძანდა. შუაში იყო [[მოედანი]]. ძლივს აკავებდნენ აქ ჰეფესტოს ხარებს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ ალმასის ნესტოებიდან. მათი სუნთქვით ბალახს [[ცეცხლი]] ეკიდებოდა. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა – ხარებისაკენ |
მიმდინარე ცვლილება 00:28, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
არგონავტები – (ბერძნ.) გმირები, რომლებმაც მოაწყვეს ზღვით ლაშქრობა კოლხეთში, რათა იქიდან საბერძნეთში ჩაეტანათ „ოქროს საწმისი“, ქვეყნის ძლიერების სიმბოლო. ხომალდს, რომლითაც მიცურავდნენ არგონავტები ერქვა „არგო“.
არგონავტების მითოსი წინაჰომეროსულ ეპოქაში უნდა იყოს შექმნილი. მასში ასახული მოვლენები ერთი თაობით უსწრებს წინ ტროას ომს: თესალიის ქალაქ იოლკოსის მეფე ესონი მისმა მზაკვარმა ნახევარძმამ, პელიასმა, ჩამოაგდო ტახტიდან და აიძულა უარი ეთქვა მამის მემკვიდრეობაზე. ესონს ეშინოდა, რომ პელიასი მოკლავდა მის შვილს, იასონს და ასე რომ არ მომხდარიყო, ხმა გაავრცელა, თითქოს ბავშვი დაბადებისთანავე დაიღუპა. სინამდვილეში კი გახიზნა პელიონის მთაზე და აღსაზრდელად მიაბარა ბრძენ კენტავრ ქირონს. როდესაც იასონი წამოიზარდა, იოლკოსში გაემგზავრა წართმეული ძალაუფლების დასაბრუნებლად. გზად მდინარეს მიადგა. ვერც კი შენიშნა, ისე ჩატოვა მის შლამში ცალი ხამლი (სანდალი). იოლკოსის ახლოს, დიდებულ ხეივანში, პოსეიდონის სამსხვერპლოსთან ქურუმები მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. წესისგებას მზაკვარი მეფე პელიასიც ესწრებოდა. იგი აფორიაქებული იყო, რადგანაც დელფოდან ავისმომასწავებელი უწყება მიიღო: ძალაუფლებას წაგართმევსო ცალხამლიანი კაცი, რომელიც უცხოც იქნება და შენიანიც. პელიასმა უეცრად თვალი მოჰკრა იასონს და შეძრწუნდა: მის წინ იდგა ცალხამლიანი ვაჟკაცი. პელიასმა იხმო იგი და როდესაც მისი მოსვლის მიზეზიც შეიტყო, ასეთი რამ შესთავაზა: „ტახტს დაგიბრუნებ, თუ კოლხეთიდან ჩამოიტან ოქროს საწმისს“ (ეს იყო ტყავი იმ ჯადოსნური ოქროს ვერძისა, რომელმაც ფრიქსოსი მიიყვანა კოლხთა დიდებულ ქვეყანაში).
იასონი იმ ასაკში იყო, როდესაც სახელის მოხვეჭაზე ოცნებობენ, ამიტომ დავალება მშვიდად მიიღო და მისი აღსრულებისთვის მზადებას შეუდგა. მან მთელი საბერძნეთიდან მოიწვია კოლხეთში ლაშქრობის მსურველები. იოლკოსი გაივსო ბრწყინვალე გმირებით, რომლებიც დიდების გზებს ეძიებდნენ. უპირველესი იყო ჰერაკლე, შემდეგ თესევსი გამოცხადდა, მათ სხვაც მრავალი შეუერთდა.
იასონის თხოვნითა და ათენას შემწეობით გმირმა არგოსმა ააგო ორმოცდაათ ნიჩბიანი ნავი და „არგო“ უწოდა, რაც „სწრაფადმავალს“ ნიშნავს. მის ქიმში თავად ათენამ ჩაასო მეტყველი მორი, რომელიც დოდონეში მოჭრეს ზევსის წმინდა მუხიდან. ამ მორს ადამიანური ენით გზა უნდა ესწავლებინა არგონავტებისათვის. გმირებმა იასონი აირჩიეს წინამძღოლად, ღმერთებს შესწირეს მსხვერპლი და სწრაფადმავალი ხომალდის ღუზა აუშვეს. „არგო“ დაადგა თავის ხანგრძლივ და ფათერაკებით აღსავსე გზას.
მეხომალდენი პირველად კუნძულ ლემნოსს მიადგნენ. აქ საოცარი რამ ხდებოდა: რამდენიმე წლის წინ ლემნოსელი ქალები აფროდიტემ სიმყრალით დასაჯა. ამის გამო ქმრებმა ცოლები შეიზიზღეს და თრაკიელი ქალებით განიზრახეს მათი შეცვლა. პასუხად ლემნოსელმა ქალებმა საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს: ერთ ღამეში ამოხოცეს კაცები. მოგვიანებით მათ სიმყრალე ალბათ გაუქრათ კიდეც, რადგან არგონავტებმა მათთან ორი წელი გაატარეს. დედოფალზე შეყვარებულ იასონს კი აღარც ახსოვდა ოქროს საწმისი. მხოლოდ ჰერაკლემ შეძლო მასში ძველი სულის გამოფხიზლება.
ლემნოსიდან არგონავტებმა იმ კუნძულისაკენ გასცურეს, სადაც ცხოვრობდნენ გიგანტები და დოლიონები. ამ უკანასკნელთა მეფემ, ჭაბუკმა კიზიკოსმა მინიები (ასეც უწოდებდნენ არგონავტებს, რადგან მათი უმეტესობა მინიასის ქალთა შთამომავალი იყო) მეგობრულად მიიღო. მეორე დილით გმირთა ერთი ნაწილი მიდამოს დასაზვერად წავიდა, დანარჩენებმა ხომალდი ახალ ნავსადგომში გადმოიყვანეს. მოულოდნელად მათ თავს დაესხნენ გიგანტები. აქაც ჰერაკლემ იმარჯვა და ბუმბერაზები ამოხოცა.
არგონავტებმა ზღვაში შეცურეს. დაღამებისას ამოვარდა მძლავრი პირქარი და „არგო“ კვლავ დოლიონების ქვეყანაში დააბრუნა. კიზიკოსს ისინი მტრები ეგონა და შეებრძოლა. შეტაკების ჟამს იასონს მეფე შემოაკვდა. დილით განცხადდა ყველაფერი. მინიებმა და დოლიონებმა ერთად გამოიგლოვეს დაღუპულები. ზღვაში ქარიშხალი ბობოქრობდა, რის გამოც არგონავტები კუნძულიდან ვერ გადიოდნენ. იასონმა დინდიმიონის მთაზე დიდ დედას, რეას, ლოცვა აღუვლინა. ქალღმერთმა შეისმინა არგონავტების ვედრება და ბუნების დამშვიდებით მათ გზის გაგრძელების ნიშანი მისცა.
ლაღად მიაპობდა ზვირთებს „არგო“. ჰერაკლეს მოულოდნელად ნიჩაბი გაუტყდა, რის გამოც ხომალდი მიზიის ნაპირთან მინავდა. გმირმა ნიჩბის გამოსათლელად ტყისკენ ისწრაფა, თან წაიყვანა მშვენიერი ჭაბუკი ჰილასი, რომელსაც გვერდიდან არ იცილებდა. ჰილასი წყლის ნიმფას მოეწონა და მორევში ჩაითრია. დიდხანს ეძებდა ჰერაკლე საყვარელ ჭაბუკს, მაგრამ ამაოდ. ამასობაში მეხომალდეებმა აუშვეს ღუზა და ზღვის ტალღებში შეაცურეს „არგო“. გვიან აღმოაჩინეს, რომ ჰერაკლე არ იყო მათ შორის. უკან გაბრუნებასაც აპირებდნენ, მაგრამ ნერევსის მისანმა, რომელიც წყლიდან ამოიმართა, მათ აუწყა, რომ ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად ამზადებდა ბედი.
ხომალდი ბებრიკთა მხარეს მიადგა. მეფე ამიკოსი მის ქვეყანაში მოხვედრილ ყველა უცხოელს კრივში იწვევდა. ამჯერად პოლიდევკესს მოუხდა მასთან შერკინება. მან ისე შემოჰკრა მეფეს ყურს ზემოთ, რომ ძვლები ჩაუმსხვრია. ამიკოსი ჩაიკეცა და სული განუტევა. მეფის სიკვდილმა ბებრიკები განარისხა. ისინი მძლავრად ეკვეთნენ არგონავტებს, მაგრამ დამარცხდნენ.
დიდხანს მიცურავდნენ მინიები თრაკიის ნაპირების გასწვრივ, ვიდრე არ მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც მეფობდა ფინევსი. ოდესღაც იგი აპოლონმა მისნობის ნიჭით დააჯილდოვა, მაგრამ ღმერთებმა დასაჯეს სიბრმავით, რადგანაც ადამიანებს ცისიერთა ყველა განზრახვას აუწყებდა. არც ეს აკმარეს და ჰარპიები მიუგზავნეს – ქალის სახისა და ფრინველთა ტანის მქონე საზარელი არსებები, რომლებიც მეფისთვის განკუთვნილ საკვებს ნთქავდნენ. საცოდავი ფინევსი შიმშილით კვდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც მრავალი სასიკეთო რჩევა მისცა არგონავტებს, რომლებმაც მადლიერების ნიშნად იგი იხსნეს ჰარპიებისაგან. ბორეასის ფრთოსანმა ვაჟებმა გარეკეს ეს საზარელი ფრინველები ქვეყნის საზღვრებიდან. ისინი შემდეგ აღარც გამოჩენილან.
შავი ზღვის შესასვლელთან აღმართული იყო ორი საოცარი კლდე. მათ სიმპლეგადებს უწოდებდნენ. ისინი განუწყვეტლივ ეხლებოდნენ და სცილდებოდნენ ერთმანეთს. ვერც ერთი ხომალდი ვერ გაივლიდა მათ შორის. ფინევსის რჩევის თანახმად, არგონავტებმა ჯერ მტრედი გაუშვეს. ჩიტი ისე სწრაფად გაფრინდა, რომ მხოლოდ კუდის ბოლო მოაგლიჯეს კლდეებმა. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ „არგოსაც“ მშვიდობით უნდა გაევლო სიმპლეგადებს შორის. და აი, არგონავტებმა მთელი მონდომებით მოუსვეს ნიჩბებს და ისე სწრაფად გაცურეს, რომ კლდეებმა ხომალდის კიჩოს მხოლოდ ბოლო ნაწილი ჩამოაგლიჯეს. სიმპლეგადები დაცილდნენ ერთმანეთს და სამუდამოდ შეწყვიტეს მოძრაობა. ორფევსი კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩანგზე უკრავდა და მღეროდა, შემდეგ ამბობდა, რომ მისმა ჯადოსნურმა მუსიკამ გააჩერა სიმპლეგადები.
დიდი გზა განვლეს არგონავტებმა და როგორც იყო, მიაღწიეს კოლხეთის მდინარე ფასისს. აქ მათ ზედაშე დაუღვარეს ადგილობრივ ღმერთებს და გმირთა სულებს. შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს. თავად კი ფეხით გაუყვნენ გზას. მალე მიადგნენ ქალაქ კვიტაიას. საუცხოო სანახაობა გადაიშალა მინიების თვალწინ: მზეზე ბრწყინავდა მზის ძის, აიეტის, დიდებული სასახლე, რომელსაც ფართო ჭიშკრებითა და სვეტებით დამშვენებული გალავანი ერტყა გარშემო. ეზოში ოთხი წყარო მოედინებოდა: რძის, ღვინის, ზეთისა და ჩვეულებრივი წყლის. ეს უკანასკნელი ზამთარში თბილი იყო, ხოლო ზაფხულში – ყინულივით ცივი.
მეფე აიეტმა თავაზიანი ღიმილით დაფარა ის გაოცება, რომელიც მინიელთა ხილვისას დაეუფლა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო მათი მოსვლის მიზეზი, ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „კეთილი, მივცემ იასონს ოქროს საწმისს, მაგრამ იცოდეთ, იგი ჩემი ქვეყნის ბედნიერების თილისმაა. ვიდრე ამ საწმისს წაიღებდეს თქვენი რჩეული, თავის ძალაში დამარწმუნოს. მყავს ორი ხარი – ჰეფესტოსაგან ძღვნად მიღებული. მათ სპილენძის ფეხები აქვთ და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევენ. იასონმა ეს ხარები უღელში უნდა შეაბას, არესის ველი გადახნას, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილები ჩაყაროს და აქედან აღმოცენებული იარაღასხმული მეომრები გაანადგუროს. ამის შემდეგ კი უნდა მიმართოს დრაკონს, რომელიც იცავს ოქროს საწმისს“.
მეორე დილას, გამოჩნდა თუ არა ვარდისფერთითება აისი ცის კაბადონზე, ყველამ არესის წმინდა ველისკენ ისწრაფა. კოლხები ცალკე იდგნენ, ბერძნები – ცალკე. მეფე აიეტი კვერთხით ხელში ამაღლებულ ადგილას დაბრძანდა. შუაში იყო მოედანი. ძლივს აკავებდნენ აქ ჰეფესტოს ხარებს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ ალმასის ნესტოებიდან. მათი სუნთქვით ბალახს ცეცხლი ეკიდებოდა. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა – ხარებისაკენ გაემართა იასონი. მზეზე ბზინავდა მისი შიშველი სხეული, ღმერთის ქანდაკებას რომ ჰგავდა. რკინის რქიანი საშინელი თავები მისკენ შემობრუნდნენ, ბრინჯაოს ჩლიქები მიწაზე ახმაურდნენ, შემაძრწუნებელმა ბღავილმა მიდამო შეძრა. იასონი უშფოთველად უახლოვდებოდა ხარებს, თითქოს ვერ გრძნობდა მათ მომაკვდინებელ სუნთქვას. მან დაუბრკოლებლად შეაბა ისინი უღელში, ხოლო შემდეგ სხვა დავალებებიც იოლად აღასრულა. მაგრამ აიეტი არ აპირებდა ოქროს საწმისის დათმობას. იგი დარწმუნებული იყო, რომ თავისი გრძნეული ასული მედეა ეხმარებოდა უცხოელს. და არც ცდებოდა. აი, რა მოხდა: საბერძნეთის დიდი ღმერთები მფარველობდნენ იასონს. მათი ნებით, ეროსმა სასიყვარულო ისარი სტყორცნა მედეას და ესონის ძისადმი საოცარი ლტოლვა აღუძრა. თავდავიწყებით შეყვარებული მედეა წინაღამეს შეხვდა იასონს და ჯადო – წამალი მისცა, თან მისი ხმარების წესიც ასწავლა. ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, იარაღი და ცეცხლი მას ვერას ავნებდა. სამაგიეროდ ბერძენმა გმირმა პირობა მისცა ქალწულს, რომ თავის სამშობლოში წაიყვანდა, ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე მასთან იქნებოდა.
აიეტმა მინიების დაღუპვა განიზრახა. ისევ მედეა მოევლინა მათ მხსნელად. მან იასონი წაიყვანა არესის ჭალაში და ის მუხა მოანახვინა, რომელზეც ეკიდა საწმისი. შემდეგ ჯადოქრული გალობითა და წამლის პკურებით საზარელი გველი მიაძინა. ამასობაში იასონმა მოიტაცა ოქროს საწმისი და შეყვარებულ ქალწულთან ერთად „არგოსკენ“ ისწრაფა.
სიამაყით და სიხარულით მიჰქონდა კოლხეთიდან ოქროს საწმისი იასონს. მასთან ერთად ხარობდა მედეაც. მალე არგონავტებმა დაინახეს კოლხური ხომალდები. მათ აიეტი უახლოვდებოდა. მაშინ მედეამ მოკლა თავისი უმცროსი ძმა აფსირტოსი, რომელიც თან ჰყავდა წამოყვანილი. შემდეგ აკუწა და ზვირთებში გადაუძახა. აიეტმა რომ თავისი შვილის ნაწილებს შეავლო თვალი, ხომალდები შეაჩერა მათ შესაგროვებლად. ამით ისარგებლეს არგონავტებმა და თვალს მიეფარნენ.
ყველა შეაძრწუნა მედეას საქციელმა. ამ საშინელი დანაშაულის გამო ზევსმა მიატოვა არგონავტები. ამიტომ, არც ისე დიდი გზა, რომელიც კოლხიდიდან საბერძნეთამდე უნდა გაევლოთ მეხომალდეებს, სავსე იყო ფათერაკებით. მრავალი წელი მოანდომეს ამ გზის დაძლევას. მრავალ ქალაქში ააგეს ტაძრები და საკურთხევლები, დააწესეს ასპარეზობები, დაამარცხეს ველური ტომები. უბედობებისდა მიუხედავად, არგონავტები დიდებით მოსილნი დაბრუნდნენ საბერძნეთში. თან ჩამოიტანეს კოლხთა ძლიერების სიმბოლო – ოქროს საწმისი.
არგონავტების მითი ერთობ პოპულარული ყოფილა ძველ საბერძნეთში. წარმოდგენები იმ გზაზე, რომელიც გმირებმა გაიარეს, გამუდმებით იცვლებოდა, რადგანაც ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად უმჯობესდებოდა ბერძენთა გეოგრაფიული ცოდნაც.
არგონავტების მითოსს ხშირად მიმართავდნენ მწერლებიც, მხატვრებიცა და მუსიკოსებიც. პირველი პოეტი, რომელმაც ვრცლად გადმოგვცა ეს მითი იყო პინდაროსი (ძვ.წ. V ს.). აღსანიშნავია აგრეთვე ევრიპიდესა და სენეკას ტრაგედიები სახელწოდებით „მედეა“, აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის ეპოსი, გრილპარცერის ტრილოგია „ოქროს საწმისი“, კერუბინის ოპერა და სხვა მრავალი.
არგონავტების მითოსი ქართველ მეცნიერთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: კოლხეთი, საიდანაც არგონავტებმა მოიტაცეს „ოქროს საწმისი“, ქართველური ტომებით დასახლებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის აღმნიშვნელი სახელი იყო.
გადატანითი მნიშვნელობით არგონავტებს უწოდებენ იმ მამაც მეზღვაურებს, რომლებიც სიმდიდრისა და ოქროს ძიებაში მრავალ საფრთხეს გადალახავენ.