ტრილოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრილოგია – (ბერძ. τριλογία), დრამატურგიაში – სამი პიესა, გაერთიანებული საერთო იდეით, სიუჟეტით, მოქმედი პირებით, ავტორის ჩანაფიქრით. ამასთანავე, ტრილოგიაში შემავალი ყოველი პიესა წარმოადგენს დამოუკიდებელ, დასრულებულ ნაწარმოებს.

ტრილოგიის ფორმა წარმოიშვა ძველბერძნულ თეატრში, დიონისეს დღესასწაულებზე, როცა იმართებოდა პოეტთა და დრამატურგთა შეჯიბრებები და დრამატურგს სწორედ ტრილოგია უნდა წარმოედგინა. მთლიანად შემორჩენილია მხოლოდ ესქილეს ტრილოგია „ორესტეა“. მასში შევიდა: „აგამემნონი“, „ქოეფორები“, „ევმენიდები“. ძველბერძნულ თეატრში ტრილოგიას ჩვეულებრივ ემატებოდა ე.წ. სატირების დრამა, რომელიც მასთან ერთად შეადგენდა ტეტრალოგიას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები