ფინევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფინევსი(ბერძნ.) თრაკიის მეფე. აგენორის (ან ფენიქსის) ძე. ფინევსი აპოლონის რჩეული იყო. დიდმა ღვთაებამ მას ნათელხილვის უნარი უბოძა. როდესაც მან დარდანოსის ასულ იდეაზე იქორწინა, პირველი ცოლისგან ორი შვილი ჰყავდა. იდეას ჩაგონებით ფინევსმა ისინი დააბრმავა. განრისხდა ზევსი და არჩევანის წინაშე დააყენა უგუნური მეფე: იგი ან უნდა მომკვდარიყო, ან თვალთა ჩინი დაეკარგა. სიკვდილს სიბრმავე არჩია ფინევსმა. არ მოეწონა ჰელიოსს, რომ ვიღაც მოკვდავი თანახმა იყო, არ ეხილა მზე და ბრმა ფინევსს მიუგზავნა ჰარპიები, რომლებიც მის საკვებს შთანთქავდნენ.

სხვა ვერსიით, ფინევსი დააბრმავეს მისი პირველი მეუღლის ძმებმა, ბორეადებმა. არსებობს ისეთი მითოსიც, რომლის თანახმადაც, ბორეადებმა ფინევსი შიმშილისაგან იხსნეს. მადლიერმა მეფემ სამაგიეროდ მათ სიმპლეგადებში გაცურვის წესი ასწავლა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები