დარდანოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარდანოსი(ბერძნ.) ზევსისა და პლეადა ელექტრას ძე, დარდანიდების მამამთავარი.

დარდანოსი ფრიგიაში, იდას მთის მისადგომებთან მოსახლე ხალხს განაგებდა. მოგვიანებით ამ ადგილს რამდენიმე სახელით მოიხსენიებდნენ: დარდანია, ტროა, ილიონი. ასე შეერქვა მას დარდანოსის ჩამომავალ მეფეთა სახელების მიხედვით (დარდანოსი, ტროსი, ილოსი) და რამდენადაც რომაელთა მოდგმის ფუძემდებლად ენეასს მიიჩნევდნენ, დარდანოსს რომშიც სცემდნენ პატივს, ვითარცა შორეულ წინაპარს.

დარდანიდები: დარდანოსი – ერიხთონიოსი – ტროსი – ილოსი – ანქისესი – ენეასი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები