ილოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილოსი

1. დარდანიელთა მეფე, ტროსისა და კალიროეს ძე, დარდანოსის მოდგმა, ლაომედონის მამა.

ილოსმა ფრიგიის ათლეტურ ასპარეზობებზე გაიმარჯვა და ჯილდოდ 50 ჭაბუკი და 50 ქალიშვილი მიიღო. მათთან ერთად კი – ჭრელი ძროხაც. ზევსის ნებით, იგი ძროხის კვალს უნდა გაჰყოლოდა და სადაც ცხოველი დაწვებოდა, იქ დაეარსებინა ქალაქი. ძროხა ჰელესპონტოსის სანაპიროზე ერთ-ერთი ბორცვის ძირას დაწვა. ზევსმა ზეციდან პალადიონი ჩამოაგდო, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ სწორედ ამ ადგილზე უნდა ჩაყროდა საფუძველი ახალ ქალაქს. ილოსმა განახორციელა ზევსის ნება და ქალაქს თავისი სახელის მიხედვით ილიონი უწოდა.

2. მერმეროსის ძე, ეპიროსის მმართველი, რომელიც მომაკვდინებელ შხამებს ამზადებდა. როდესაც ოდისევსმა სთხოვა შხამი თავისი ისრებისათვის, ილოსმა იგი უარით გაისტუმრა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები