რუსთავის სიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
რუსთავის სიონის [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობა]]ში გამოყენებულია შუა საუკუნეების საქართველოს საუკეთესო ტაძრების ([[ნიკორწმინდა (ტაძარი)|ნიკორწმინდა]], ფიტარეთი, [[გელათის მონასტერი|გელათი]], ქვათახევი, [[ბანა]], [[ოშკი]], [[ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტერი|ხახული]], სვეტიცხოველი, [[სამთავროს კომპლექსი|სამთავრო]], ჰუჯაბი, [[დმანისის სიონი|დმანისი]], ბოლნისი და სხვ.) არქიტექტურა და სამშენებლო გამოცდილება. ტაძრის გეგმარებაა თავისუფალი ჯვარი, რომელსაც აქვს წრიული გარშემოსავლელი, რაც აადვილებს ტაძრის ლიტურგიულ გარშემოვლას. ასეთი სტილის ტაძარი საქართველოში პირველად აშენდა. მრგვალი ტაძრისა და თავისუფალი ჯვრის შერწყმამ წარმოქმნა ტაძრის გარშემოსავლელი უბეებით, ასე რომ, აქ შემოსულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია სწრაფად მოილოცოს და ისე გავიდეს ტაძრიდან, რომ წირვა-ლოცვას ხელი არ შეუშალოს და მრევლი არ დააბრკოლოს.
 
 +
 +
<gallery>
 +
ფაილი:RusTavis sioni 2.JPG|
 +
ფაილი:RisTavis sioni 3.JPG|
 +
ფაილი:Rustavis sioni 4.JPG|
 +
ფაილი:Rustavis sioni 5.JPG|
 +
</gallery>
  
მიმდინარე ცვლილება 16:22, 3 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

რუსთავის სიონი

რუსთავის სიონი - (ინგლ. Rustavi Sioni), ქართული ხუროთმოძღვრების უახლესი ძეგლი, რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ქ. რუსთავში.

აიგო 2011 წელს ქ. რუსთავში (პროექტის ავტორები: დეკანოზი ბ. მენაბდე, ნ. აბაშიძე და ნ. დადიანი; ქტიტორი თამაზ გველუკაშვილი). ტაძარი აშენებულია ძველი სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით – ქვითა და კირით, ცემენტისა და არმატურის გარეშე. ნაგებობის არქიტექტურაში შერწყმულია თავისუფალი ჯვრისა და მრგვალი ტაძრის მახასიათებლები. ტაძრის სიმაღლეა 19 მ. საძირკველი მოწყობილია ბაზალტის ქვის კვადრების 1 მ სისქის ბალასტის ბალიშზე. შემკვრელია კეცის ქვიშაზე მომზადებული მაღალი სიმტკიცის ჰიდრავლური კირდუღაბი. ქვების ჰორიზონტალური ბმებისთვის გამოყენებულია, როგორც წყობაში კეტვის პრინციპი, ასევე ე.წ. „გამერები” (ქვაში ამოკვეთილ ფოსოებსა და ღარებში ჩასხმულ გამდნარ ტყვიაში ჩაძირული ლითონის ჩანგლები). ტაძრის პერანგის ქვად ძირითადად გამოყენებულია ხეკორძულა-ნიჩბისის მოლურჯო-მოყვითალო შეფერილობის ქვიშა-ქვა. ეს სწორედ ის ხვლიკისფერი ქვაა, რომლითაც თავის დროზე სვეტიცხოველი და ანჩისხატის ბაზილიკა ააშენეს. კარიერიდან მოტანილი ქვის ლოდები ხელით იქნა გათლილი, მოჩუქურთმებული და დამონტაჟებული.

XII-XIII საუკუნეების ტაძრების მსგავსად ინტერიერი აგურით ამოიყვანეს, რის შემდეგაც კედლები თლილი ქვით მოაპირკეთეს. ზედაპირის ფერადოვნებისათვის გამოიყენეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი ქვები: თეძმისა და თეთრი წყაროს მომწვანო და მოყვითალო ტუფი, დმანისისა და ახალ-ქალაქის შინდისფერი და მოწითალო პემზა-ტუფი. სარკმლებში ჩამონტაჟებულია ბოლნისის მწვანე ტუფში გამოთლილი ორნამენტული ჭვირული, რომელიც მზის სხივს ფანტავს და ტაძარში განფენილ სინათლეს წარმოქმნის. სახურავის საბურვლად გამოყენებულია ლორფინი (ქვის კრამიტი), რომელიც მარნეულის ბაზალტისა და ყაზბეგის ანდეზიტ-დაციტის ლოდებიდან იქნა გათლილი.

რუსთავის სიონის მშენებლობაში გამოყენებულია შუა საუკუნეების საქართველოს საუკეთესო ტაძრების (ნიკორწმინდა, ფიტარეთი, გელათი, ქვათახევი, ბანა, ოშკი, ხახული, სვეტიცხოველი, სამთავრო, ჰუჯაბი, დმანისი, ბოლნისი და სხვ.) არქიტექტურა და სამშენებლო გამოცდილება. ტაძრის გეგმარებაა თავისუფალი ჯვარი, რომელსაც აქვს წრიული გარშემოსავლელი, რაც აადვილებს ტაძრის ლიტურგიულ გარშემოვლას. ასეთი სტილის ტაძარი საქართველოში პირველად აშენდა. მრგვალი ტაძრისა და თავისუფალი ჯვრის შერწყმამ წარმოქმნა ტაძრის გარშემოსავლელი უბეებით, ასე რომ, აქ შემოსულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია სწრაფად მოილოცოს და ისე გავიდეს ტაძრიდან, რომ წირვა-ლოცვას ხელი არ შეუშალოს და მრევლი არ დააბრკოლოს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები