ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბაგრატ III''' – (1493-1565), იმერეთის მეფე (1510-1565), მეფე [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II]]-ის ძე, ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. ბაგრატ III-ის ინიციატივით დასავლეთ [[საქართველო]]ში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო 23 მუხლისგან შემდგარი განჩინება. ერთ-ერთი მუხლი „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ იყო მიმართული და ამ დანაშაულისათვის „ტყვით“ მოვაჭრეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა სხვა საეკლესიო საქმეები და აღმოფხვრა ის დარღვევები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეეპარა საეკლესიო წეს-განგებას. ამ კრების განჩინება ცნობილია, როგორც „სამართალი კათოლიკოსთა“. ბაგრატ  III-ის ინიციატივით აფხაზმა [[კათოლიკოსი|კათოლიკოსმა]], მალაქია I-მა (აბაშიძე)  ქუთაისის ეპარქიიდან გამოყო  ორი [[ეპარქია]] – გელათისა და  ხონის. ბაგრატ III-ისა და მალაქია I-ის მომდევნო კათოლიკოსის, ევდემონ I-ის (ჩხეტიძე), შეთანხმებით აფხაზი კათოლიკოსის რეზიდენცია გადაიტანეს ბიჭვინთიდან გელათში. 
+
'''ბაგრატ III''' – იმერეთის მეფე (1510-1565), მეფე [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II]]-ის ძე. გამეფებისას იგი თხუთმეტი წლისა იყო. ბაგრატ III რთული ამოცანის წინაშე იდგა. მას უნდა ეზრუნა ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებაზეც და თურქთა [[აგრესია|აგრესიის]] მოგერიებაზეც.
  
1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა სამცხის მთავარი ყვარყვარე  IV ჯაყელი, დაიკავა [[სამცხე]] და ათი წელი ფლობდა მას. 1545 წელს ყვარყვარეს შვილმა, ქაიხოსრო II ჯაყელმა, მოიშველია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] [[ჯარი]] მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარალაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-, მაგრამ დამარცხდა. ამავე წელს სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, თუმცა მათი დამორჩილება ვერ შეძლო.
+
1520 წელს, ბაგრატ III-ისა და [[მამია I გურიელი]]ს (1512-1534) უშუალო ჩარევით, ქართლის მეფე [[დავით X|დავითსა]] და [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევან]] კახთა მეფეს შორის [[ზავი]] დაიდო. ამ ზავით დასტურდებოდა საქართველოს დაყოფა სამ თანასწორ სამეფოდ. 1526 წელს ბაგრატის ასული თამარი ქართლის მეფე [[ლუარსაბ I|ლუარსაბს]] მოჰყავს ცოლად. ამ პოლიტიკური კავშირის წყალობით იმერეთის მეფემ იმავე წელს მიიღო ქართლის დასავლეთ ნაწილი - მდინარე ფრონეს გადაღმა მხარე, ახლანდელი ქარელის და ბორჯომის რაიონების ნაწილი და ხაშურის რაიონი (ალი, სურამი, ახალდაბა),
 +
 
 +
გაძლიერებული მთავრები მცირე თავადების ურჩობასაც უწყობდნენ ხელს. მათთან ბრძოლაში ბაგრატ III წვრილ [[აზნაური|აზნაურებსა]] და საეკლესიო ფეოდალებს ეყრდნობოდა. საშინაო საქმეების მოწესრიგებისთვის ბრძოლაში იმერეთის მეფეს ზურგი გაუმაგრა საეკლესიო კრების განჩინებამ, რომელიც 23 მუხლისგან შედგებოდა და ტყვეებით [[ვაჭრობა|ვაჭრობის]] წინააღმდეგ იყო მიმართული. კრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი. ქართლის კათალიკოსი და დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. კრების გადაწყვეტილებით, ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, მაგრამ ეს დანაშაული მთლიანად ვერ აღმოიფხვრა, რადგან ოსმალეთის მთავრობა ყოველნაირად უწყობდა ხელს ადამიანებით ვაჭრობის გაფართოებას. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა ზოგიერთი საეკლესიო წესი. რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიცემოდა ანდა არასწორად აღიქმებოდა. მეფემ [[გელათი|გელათსა]] და ხონში დააარსა საეპისკოპოსოები (1529-1532), აღადგინა ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრა და [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]] მანოელი დასვა, მის დროს საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს.
 +
 
 +
იმერეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ჯიქები და სხვა აფხაზურ-ჩერქეზული ტომები შედარებით ადრე მოექცნენ ოსმალეთის გავლენის ქვეშ. მათი საშუალებით კი თურქები აფხაზეთშიც ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას. ამ პერიოდში ოსმალეთმა [[საქართველო]]ს ჭანეთი (ლაზისტანი) მოსწყვიტა და გურიას შეუტია. თურქებმა ბათუმი ვერ აიღეს, მაგრამ ჭოროხის შესასვლელთან დამკვიდრდნენ და [[გონიოს ციხე]] აჭარისა და გურიის წინააღმდეგ ბრძოლის [[პლაცდარმი|პლაცდარმად]] აქციეს.
 +
 
 +
ბაგრატ III აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ცხოვრებაში. ქართლის მეფე დავით X-სთან (1505-1525), კახეთის მეფე ლევანთან (1518-20-1574) და თურქთა ხონთქართან ერთად იგი მონაწილეობდა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სულთნის წინააღმდეგ ბრძოლასა და [[გოლგოთა|გოლგოთის მთის]] ურჯულოთაგან გამოხსნაში. ამ [[ლაშქრობა|ლაშქრობის]] შემდეგ ქართველ მეფეებს [[იერუსალიმი|იერუსალიმში]], ქრისტეს საფლავის ტაძარში, წირვის უფლება მოუპოვებიათ.
 +
 
 +
სანამ თურქეთის სულთნები სელიმ I (1512-1520) და სულეიმან I (1520-1566) დიდ დაპყრობით [[ომი|ომებს]] ეწეოდნენ, ბაგრატ III შეეცადა ამ ამბით ესარგებლა და სამეფო საზღვრების განმტკიცებას შეუდგა. დადიან-გურიელის ერთიანი მხარდაჭერით ლაშქრობაც მალე განხორციელდა. მტერი [[ჯიქეთი]]დან ოდიშ-აფხაზეთსა და გურიის სანაპიროებს ესხმოდა თავს და ამ სამთავროების ტერიტორიებს აოხრებდა. ამიტომ ბაგრატ III-ის თაოსნობით 1533 წელს გურიის მთავარმა მამია I-მა გურიელმა და სამეგრელოს მთავარმა [[დადიანი მამია (III)|მამია III დადიანმა]] (1512-1533) ჯიქეთზე ილაშქრეს. მთავრებმა ომი წაემატებით დაიწყეს, მაგრამ დადიანთან უთანხმოების გამო მისმა რაზმმა მიატოვა [[ბრძოლის ველი]] და მეორე დღეს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეები დამარცხდნენ. დადიანი ბრძოლაში მოკლეს, გურიელი კი დაატყვევეს (შემდგომში იგი კათალიკოსმა გამოისყიდა). ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი გააქტიურდა და, რადგან თურქთა შემოტევის საფრთხე სამცხე-საათაბაგოდან მოდიოდა, მთელი ყურადღება მის დამორჩილებაზე გადაიტანა. 1535 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანთან (1535-1572) და [[როსტომ გურიელი|როსტომ I გურიელთან]] (1534-1564) ერთად სამცხე საათაბაგოზე ილაშქრა. 12 აგვისტოს ბრძოლა [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქის]] ახლოს, მარჯახეთთან მოხდა და ბაგრატის გამარჯვებით დამთავრდა. 1541 წელს მან ქაიხოსრო [[ათაბაგი|ათაბაგისა]] და ოსმალთა შეერთებული ლაშქარი დაამარცხა. ბაგრატ მეფის ესოდენ გაძლიერება აშინებდა დადიანსა და გურიელს. მათი შესაძლო გაერთიანების თავიდან ასაცილებლად მეფემ აჭარა და ჭანეთი გურიელს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატ III შაჰ-თამაზს ეახლა ყარაბაღში და მხარდაჭერა სთხოვა. სამაგიეროდ კი მთელი საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას შეჰპირდა. შაჰი სპარსეთში ატეხილი არეულობის გამო მოუცლელი იყო, მაგრამ მეფეს შეწევნა მაინც აღუთქვა და პატივით გამოისტუმრა. ოსმალეთში გახიზნულ ქაიხოსრო ყვარყვარეს ძეს მუსტაფა ლალა-ფაშამ დიდძალი [[ჯარი]] და [[ზარბაზანი|ზარბაზნები]] დაახმარა. ბაგრატ მეფემ ჯარი შეკრიბა, მაგრამ გურიელის დაწინაურებით განაწყენებულმა დადიანმა ლაშქრად გამოსვლა აღარ ინება. 1545 წელს ქარაღთან ბრძოლაში ბაგრატისა და გურიელის ლაშქარმა იმძლავრა. ამით განრისხებულმა სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოაგზავნა. დადიანმა არც ამჯერადაც ისურვა ბრძოლაში მონაწილეობა. ბაგრატმა დახმარებისათვის ქართლის მეფე ლუარსაბს (1527-56) მიმართა. ბრძოლა 1545 წელს გაიმართა ბასიანში, სოხოისტასთან. ბრძოლის წინ მესხებმა მეწინავეობა ითხოვეს და უარით განაწყენებულებმა, შუა ომში ბრძოლის ველი მიატოვეს. ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სამცხეში გაძლიერდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის მიმართულებით საქართველოს ციხე-გალავნის ბურჯი მორღვეული იყო.
 +
 
 +
1555 წლის 29 მაისს ქ ამასიაში (მცირე აზია) დაიდო ირან-ოსმალეთის ზავი, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს პოლიტიკური დაშლის გაღრმავებას. ბაგრატი იძულებული გახდა სულთნის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა. ამ ზავით თურქებს ერგოთ იმერეთი გურია-სამეგრელოთი და სამცხის დასავლეთი ნაწილი:ტაო-შავშეთი და კლარჯეთი (ჭოხორის აუზი). ამის შემდეგ ოსმალეთი უკვე სისტემატურად არბევდა დასავლეთ საქართველოს. მიუხედავად ენერგიული ქმედებებისა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო, ბაგრატ III-მ ვერ შეძლო ქვეყნის დაღმასვლის შეჩერება.
 +
 
 +
ბაგრატი 1565 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.
  
ბაგრატ III ქართლის მეფე დავით X-სთან (1505-1525) და კახთა  მეფე ლევანთან (1520–1534) ერთად თურქთა მხარეზე მონაწილეობდა [[ეგვიპტე|ეგვიპტი]]ს სულთნის წინააღმდეგ [[ბრძოლა]]ში. ქართველ მეფეთა მიზანი იყო მაცხოვრის საფლავისა და [[გოლგოთა|გოლგოთის]] ურჯულოთაგან დახსნა.
 
  
''კ. ბუაჩიძე''
 
  
==წყაროები და ლიტერატურა==
 
*ვახუშტი, აღწერა  სამეფოსა საქართველოსი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1973.
 
*ბუაჩიძე კ., იმერეთის  მეფეები, კრ. საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
 
*რეხვიაშვილი გ., იმერეთის სამეფო 1462-1810,  თბ., 1989.
 
  
 
{|
 
{|
ხაზი 18: ხაზი 24:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მეფეები]]
  
 
[[კატეგორია:იმერეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:იმერეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]

მიმდინარე ცვლილება 19:25, 14 ივლისი 2024 მდგომარეობით

ბაგრატ III – იმერეთის მეფე (1510-1565), მეფე ალექსანდრე II-ის ძე. გამეფებისას იგი თხუთმეტი წლისა იყო. ბაგრატ III რთული ამოცანის წინაშე იდგა. მას უნდა ეზრუნა ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებაზეც და თურქთა აგრესიის მოგერიებაზეც.

1520 წელს, ბაგრატ III-ისა და მამია I გურიელის (1512-1534) უშუალო ჩარევით, ქართლის მეფე დავითსა და ლევან კახთა მეფეს შორის ზავი დაიდო. ამ ზავით დასტურდებოდა საქართველოს დაყოფა სამ თანასწორ სამეფოდ. 1526 წელს ბაგრატის ასული თამარი ქართლის მეფე ლუარსაბს მოჰყავს ცოლად. ამ პოლიტიკური კავშირის წყალობით იმერეთის მეფემ იმავე წელს მიიღო ქართლის დასავლეთ ნაწილი - მდინარე ფრონეს გადაღმა მხარე, ახლანდელი ქარელის და ბორჯომის რაიონების ნაწილი და ხაშურის რაიონი (ალი, სურამი, ახალდაბა),

გაძლიერებული მთავრები მცირე თავადების ურჩობასაც უწყობდნენ ხელს. მათთან ბრძოლაში ბაგრატ III წვრილ აზნაურებსა და საეკლესიო ფეოდალებს ეყრდნობოდა. საშინაო საქმეების მოწესრიგებისთვის ბრძოლაში იმერეთის მეფეს ზურგი გაუმაგრა საეკლესიო კრების განჩინებამ, რომელიც 23 მუხლისგან შედგებოდა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. კრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი. ქართლის კათალიკოსი და დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. კრების გადაწყვეტილებით, ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, მაგრამ ეს დანაშაული მთლიანად ვერ აღმოიფხვრა, რადგან ოსმალეთის მთავრობა ყოველნაირად უწყობდა ხელს ადამიანებით ვაჭრობის გაფართოებას. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა ზოგიერთი საეკლესიო წესი. რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიცემოდა ანდა არასწორად აღიქმებოდა. მეფემ გელათსა და ხონში დააარსა საეპისკოპოსოები (1529-1532), აღადგინა ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრა და ეპისკოპოსად მანოელი დასვა, მის დროს საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს.

იმერეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ჯიქები და სხვა აფხაზურ-ჩერქეზული ტომები შედარებით ადრე მოექცნენ ოსმალეთის გავლენის ქვეშ. მათი საშუალებით კი თურქები აფხაზეთშიც ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას. ამ პერიოდში ოსმალეთმა საქართველოს ჭანეთი (ლაზისტანი) მოსწყვიტა და გურიას შეუტია. თურქებმა ბათუმი ვერ აიღეს, მაგრამ ჭოროხის შესასვლელთან დამკვიდრდნენ და გონიოს ციხე აჭარისა და გურიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქციეს.

ბაგრატ III აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ცხოვრებაში. ქართლის მეფე დავით X-სთან (1505-1525), კახეთის მეფე ლევანთან (1518-20-1574) და თურქთა ხონთქართან ერთად იგი მონაწილეობდა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლასა და გოლგოთის მთის ურჯულოთაგან გამოხსნაში. ამ ლაშქრობის შემდეგ ქართველ მეფეებს იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში, წირვის უფლება მოუპოვებიათ.

სანამ თურქეთის სულთნები სელიმ I (1512-1520) და სულეიმან I (1520-1566) დიდ დაპყრობით ომებს ეწეოდნენ, ბაგრატ III შეეცადა ამ ამბით ესარგებლა და სამეფო საზღვრების განმტკიცებას შეუდგა. დადიან-გურიელის ერთიანი მხარდაჭერით ლაშქრობაც მალე განხორციელდა. მტერი ჯიქეთიდან ოდიშ-აფხაზეთსა და გურიის სანაპიროებს ესხმოდა თავს და ამ სამთავროების ტერიტორიებს აოხრებდა. ამიტომ ბაგრატ III-ის თაოსნობით 1533 წელს გურიის მთავარმა მამია I-მა გურიელმა და სამეგრელოს მთავარმა მამია III დადიანმა (1512-1533) ჯიქეთზე ილაშქრეს. მთავრებმა ომი წაემატებით დაიწყეს, მაგრამ დადიანთან უთანხმოების გამო მისმა რაზმმა მიატოვა ბრძოლის ველი და მეორე დღეს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეები დამარცხდნენ. დადიანი ბრძოლაში მოკლეს, გურიელი კი დაატყვევეს (შემდგომში იგი კათალიკოსმა გამოისყიდა). ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი გააქტიურდა და, რადგან თურქთა შემოტევის საფრთხე სამცხე-საათაბაგოდან მოდიოდა, მთელი ყურადღება მის დამორჩილებაზე გადაიტანა. 1535 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანთან (1535-1572) და როსტომ I გურიელთან (1534-1564) ერთად სამცხე საათაბაგოზე ილაშქრა. 12 აგვისტოს ბრძოლა ახალქალაქის ახლოს, მარჯახეთთან მოხდა და ბაგრატის გამარჯვებით დამთავრდა. 1541 წელს მან ქაიხოსრო ათაბაგისა და ოსმალთა შეერთებული ლაშქარი დაამარცხა. ბაგრატ მეფის ესოდენ გაძლიერება აშინებდა დადიანსა და გურიელს. მათი შესაძლო გაერთიანების თავიდან ასაცილებლად მეფემ აჭარა და ჭანეთი გურიელს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატ III შაჰ-თამაზს ეახლა ყარაბაღში და მხარდაჭერა სთხოვა. სამაგიეროდ კი მთელი საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას შეჰპირდა. შაჰი სპარსეთში ატეხილი არეულობის გამო მოუცლელი იყო, მაგრამ მეფეს შეწევნა მაინც აღუთქვა და პატივით გამოისტუმრა. ოსმალეთში გახიზნულ ქაიხოსრო ყვარყვარეს ძეს მუსტაფა ლალა-ფაშამ დიდძალი ჯარი და ზარბაზნები დაახმარა. ბაგრატ მეფემ ჯარი შეკრიბა, მაგრამ გურიელის დაწინაურებით განაწყენებულმა დადიანმა ლაშქრად გამოსვლა აღარ ინება. 1545 წელს ქარაღთან ბრძოლაში ბაგრატისა და გურიელის ლაშქარმა იმძლავრა. ამით განრისხებულმა სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოაგზავნა. დადიანმა არც ამჯერადაც ისურვა ბრძოლაში მონაწილეობა. ბაგრატმა დახმარებისათვის ქართლის მეფე ლუარსაბს (1527-56) მიმართა. ბრძოლა 1545 წელს გაიმართა ბასიანში, სოხოისტასთან. ბრძოლის წინ მესხებმა მეწინავეობა ითხოვეს და უარით განაწყენებულებმა, შუა ომში ბრძოლის ველი მიატოვეს. ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სამცხეში გაძლიერდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის მიმართულებით საქართველოს ციხე-გალავნის ბურჯი მორღვეული იყო.

1555 წლის 29 მაისს ქ ამასიაში (მცირე აზია) დაიდო ირან-ოსმალეთის ზავი, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს პოლიტიკური დაშლის გაღრმავებას. ბაგრატი იძულებული გახდა სულთნის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა. ამ ზავით თურქებს ერგოთ იმერეთი გურია-სამეგრელოთი და სამცხის დასავლეთი ნაწილი:ტაო-შავშეთი და კლარჯეთი (ჭოხორის აუზი). ამის შემდეგ ოსმალეთი უკვე სისტემატურად არბევდა დასავლეთ საქართველოს. მიუხედავად ენერგიული ქმედებებისა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო, ბაგრატ III-მ ვერ შეძლო ქვეყნის დაღმასვლის შეჩერება.

ბაგრატი 1565 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.



Logo1.JPG ბაგრატ III მრავალმნიშვნელოვანი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები