წაღვერი (დაბა)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Daba waRveri.PNG|thumb|250პქ|წაღვერი]] | [[ფაილი:Daba waRveri.PNG|thumb|250პქ|წაღვერი]] | ||
− | '''წაღვერი''' – | + | '''წაღვერი''' – დაბა [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]], [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ სიმაღლეზე, ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომიდან]] სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კმ მანძილზე, ქედის თემის ცენტრი. |
− | [[ვახუშტი ბატონიშვილი]] სადგრის (სადგერის) ხეობის სოფლებს შორის ასახელებს წაღვერს,მაგრამ მის მიერ მოტანილი [[ჰიდრონიმი]] წაღვლისწყალი ამჟამინდელი ქარელის რაიონის ტერიტორიას გულისხმობს: | + | დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოიპოვება მინერალური წყლები. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1051. მათი |
− | + | უმრავლესობა (95 %) [[ქართველები|ქართველია]] (2002). 1899 წელს მოეწყო წაღვერის გლეხთა აჯანყება (მონაწილეობდნენ კიმოთესუბნელებიც) მიხეილ რომანოვის წინააღმდეგ, რომლის საუფლისწულო მამული იყო | |
+ | [[ბორჯომის ხეობა]] და რომელმაც აქაურ მკვიდრთა მდგომარეობა გააუარესა. | ||
+ | |||
+ | ====სახელწოდება==== | ||
+ | [[ვახუშტი ბატონიშვილი]] სადგრის (სადგერის) ხეობის სოფლებს შორის ასახელებს წაღვერს, მაგრამ მის მიერ მოტანილი [[ჰიდრონიმი]] წაღვლისწყალი ამჟამინდელი ქარელის რაიონის ტერიტორიას გულისხმობს: [[იოანე ბატონიშვილი]]ს „ქართლ-კახეთის აღწერაში წაღველის ნაცვლად დადასტურებულია წაღვი, რაც მათ შორის ერთგვარ ისტორიულ კავშირს გვავარაუდებინებს. კერძოდ, ხომ არ არის ვახუშტისეული წაღველი ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელი სახელი, ისევე, როგორიცაა: [[რველი]], [[დისველი]] და სხვ. წაღვ-ელ-ი – „წაღვლიდან საცხოვრებლად გადასულ კომლთა ახალი სამოსახლო“. „წაღვლ-ელ-თა სოფელი“? როგორც ჩანს, მოგვიანებით მომხდარა ამ -ელ სუფიქსის -ერ სუფიქსად ცვლა (შდრ. ვახუშტისდროინდელი ბაკულიანი და დღევ. ბაკურიანი), მაშასადამე წაღვერი (წაღვლ-ელ-ი) – ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელ ტოპონიმად უნდა ვცნოთ. | ||
+ | |||
+ | სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია სრულიად საწინააღმდეგო ვარაუდი, რომლის მიხედვითაც წაღველი „იქითა ველად“, წიაღ-ველად ანუ „გაღმა მხარეს მდებარე ველად" გაიაზრება. თუმცა აშკარაა, რომ [[ვ]] [[თანხმოვნები|თანხმოვანი]] წაღვ(-ლ) ფუძის კუთვნილებაა და არა სიტყვა „ველი“-ს თავკიდურა თანხმოვანი. ამის მიუხედავად ეს თვალსაზრისი სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ გაზიარებულია: მართლაც ასეთია ძველი წაღვრის მდებარეობა აწინდელ წაღვერთან მიმართებითო. როგორც ვთქვით, წაღველში სიტყვა წიაღისა და ველის (წიაღი-იქითა, გაღმა მხარე) გულვება გაუმართლებლად გვეჩვენება. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | + | * [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] |
+ | * [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
+ | |||
[[კატეგორია:დაბები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:დაბები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]] | [[კატეგორია:კურორტები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:დაბები საქართველოში]] | [[კატეგორია:დაბები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:დაბები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:დაბები სამხრეთ საქართველოში]] |
მიმდინარე ცვლილება 14:24, 20 მაისი 2024 მდგომარეობით
წაღვერი – დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კმ მანძილზე, ქედის თემის ცენტრი.
დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოიპოვება მინერალური წყლები. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1051. მათი უმრავლესობა (95 %) ქართველია (2002). 1899 წელს მოეწყო წაღვერის გლეხთა აჯანყება (მონაწილეობდნენ კიმოთესუბნელებიც) მიხეილ რომანოვის წინააღმდეგ, რომლის საუფლისწულო მამული იყო ბორჯომის ხეობა და რომელმაც აქაურ მკვიდრთა მდგომარეობა გააუარესა.
[რედაქტირება] სახელწოდება
ვახუშტი ბატონიშვილი სადგრის (სადგერის) ხეობის სოფლებს შორის ასახელებს წაღვერს, მაგრამ მის მიერ მოტანილი ჰიდრონიმი წაღვლისწყალი ამჟამინდელი ქარელის რაიონის ტერიტორიას გულისხმობს: იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში წაღველის ნაცვლად დადასტურებულია წაღვი, რაც მათ შორის ერთგვარ ისტორიულ კავშირს გვავარაუდებინებს. კერძოდ, ხომ არ არის ვახუშტისეული წაღველი ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელი სახელი, ისევე, როგორიცაა: რველი, დისველი და სხვ. წაღვ-ელ-ი – „წაღვლიდან საცხოვრებლად გადასულ კომლთა ახალი სამოსახლო“. „წაღვლ-ელ-თა სოფელი“? როგორც ჩანს, მოგვიანებით მომხდარა ამ -ელ სუფიქსის -ერ სუფიქსად ცვლა (შდრ. ვახუშტისდროინდელი ბაკულიანი და დღევ. ბაკურიანი), მაშასადამე წაღვერი (წაღვლ-ელ-ი) – ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელ ტოპონიმად უნდა ვცნოთ.
სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია სრულიად საწინააღმდეგო ვარაუდი, რომლის მიხედვითაც წაღველი „იქითა ველად“, წიაღ-ველად ანუ „გაღმა მხარეს მდებარე ველად" გაიაზრება. თუმცა აშკარაა, რომ ვ თანხმოვანი წაღვ(-ლ) ფუძის კუთვნილებაა და არა სიტყვა „ველი“-ს თავკიდურა თანხმოვანი. ამის მიუხედავად ეს თვალსაზრისი სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ გაზიარებულია: მართლაც ასეთია ძველი წაღვრის მდებარეობა აწინდელ წაღვერთან მიმართებითო. როგორც ვთქვით, წაღველში სიტყვა წიაღისა და ველის (წიაღი-იქითა, გაღმა მხარე) გულვება გაუმართლებლად გვეჩვენება.