ჩინური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:111.JPG|მარჯვნივ|250პქ|]]
 
[[ფაილი:111.JPG|მარჯვნივ|250პქ|]]
'''ჩინური თეატრი''' – ჩინური [[დრამა]] სათავეს იღებს ძვ.წ. I ათასწლეულის შუახნის საცეკვაო-სასიმღერო რიტუალური წარმოდგენებიდან, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულისა და შემოდგომის დადგომას. ასეთი დრამატიზებულ-რიტუალური წარმოდგენების ნაშთ-ნიმუშად მკვლევარები მიიჩნევენ ციუ იუანის „ცხრა ჰანგს“. ხანის დინასტიის პერიოდში (206 ძვ.წ. – 220 ახ.წ.) წარმოიშვა შერეული ჟანრი [[ბაისი]], რომელშიც მომღერალ-მოცეკვავეების გარდა მონაწილეობდნენ [[ცირკი]]ს მსახიობები – [[აკრობატი|აკრობატები]], მოფარიკავენი, ბაგირზე მოსიარულენი, ძალოსნები, ცხოველების გიგანტური [[მაკეტი|მაკეტებით]] მოცეკვავენი. ეს წარმოდგენები იმართებოდა ღია ცის ქვეშ დიდი დღესასწაულების დროს ან საპატიო სტუმრის საპატივცემულოდ. ჩვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში გავრცელება იწყო ხუმარების, მოცეკვავეების, ილუზიონისტების გამოსვლებმა, რაც მე-7-9 სს. ჩამოყალიბდა ორი მსახიობის მიერ გათამაშებულ კომიკურ-იმპროვიზაციულ სცენებად სახელწოდებით – ცანცზიუნსი.
+
'''ჩინური თეატრი''' – ჩინური [[დრამა]] სათავეს იღებს ძვ.წ. I ათასწლეულის შუახნის საცეკვაო-სასიმღერო რიტუალური წარმოდგენებიდან, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულისა და შემოდგომის დადგომას. ასეთი დრამატიზებულ-რიტუალური წარმოდგენების ნაშთ-ნიმუშად მკვლევარები მიიჩნევენ ციუ იუანის „ცხრა ჰანგს“. ხანის დინასტიის პერიოდში (206 ძვ.წ. – 220 ახ.წ.) წარმოიშვა შერეული ჟანრი [[ბაისი]], რომელშიც მომღერალ-მოცეკვავეების გარდა მონაწილეობდნენ [[ცირკი]]ს მსახიობები – [[აკრობატი|აკრობატები]], მოფარიკავენი, ბაგირზე მოსიარულენი, ძალოსნები, ცხოველების გიგანტური [[მაკეტი|მაკეტებით]] მოცეკვავენი. ეს წარმოდგენები იმართებოდა ღია ცის ქვეშ დიდი დღესასწაულების დროს ან საპატიო სტუმრის საპატივცემულოდ. ჩვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში გავრცელება იწყო ხუმარების, მოცეკვავეების, ილუზიონისტების გამოსვლებმა, რაც მე-7-9 სს. ჩამოყალიბდა ორი მსახიობის მიერ გათამაშებულ კომიკურ-იმპროვიზაციულ სცენებად სახელწოდებით – [[ცანცზიუნსი]].
  
სუნის ეპოქაში (10-13 სს.), ქალაქების ზრდასთან ერთად, გავრცელებას იწყებს თეატრის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის [[მარიონეტი|მარიონეტების]] და [[ჩრდილების თეატრი|ჩრდილების თეატრები]]. წარმოიშვა ისტორიულ სიუჟეტებზე შექმნილი მუსიკალურ-პოეტური სცენებიც, რაც მომავალში საფუძვლად დაედო ჩინური თეატრის როგორც ლიტერატურულ, ისე მელოდიურ თემებს. მე-12 ს. უკვე იკვეთება ჩინური მუსიკალური დრამის თავისებურებანი.
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
მე-17-19 სს. ტრადიციულ ჩინურ თეატრში მიმდინარეობს საშემსრულებლო ხელოვნების შემდგომი ზრდა და დახვეწა. უკვე ყალიბდება [[მსახიობის ხელოვნება|სამსახიობო ხელოვნების]] ძირითადი მახასიათებლები [[თამაში (თეატრი)|თამაში]] წარმოსახვითი საგნებით, თეატრალური [[რეკვიზიტი (თეატრი)|რეკვიზიტი]]ს ალეგორიული გამოყენება (მაგ. [[მაგიდა]], გამომდინარე მოცემული სცენური ვითარებიდან, შეიძლება გამოსახავდეს [[საკურთხეველი|საკურთხეველს]], მთას, სათვალთვალო მოედანს; წითელ ნაჭერში გახვეული [[ქუდი]] – მოჭრილ თავს; შავი [[დროშა|დროშები]] ქარს, წითელი – [[ცეცხლი|ცეცხლს]]). ჩინური თეატრის სამსახიობო ხელოვნება შორს დგას სინამდვილის ყოფითი მიბაძვისაგან. მასში დაცულია პირობითი გამომსახველობითი ხერხების კანონიზაციის პრინციპი, მოძრაობა და [[ჟესტი]] სტილიზებულია. [[გრიმი|გრიმში]] და [[კოსტიუმი (თეატრალური)|კოსტიუმში]] ფართოდ არის გამოყენებული ფერის სიმბოლიკა (წითელი ფერი გაბედულების ნიშანია, თეთრი გაიძვერობის, ყვითელი იმპერატორის ფერია და ა. შ.) სიმბოლიკის ელემენტებს შეიცავს გრიმების და კოსტიუმების ორნამენტები.
 
ტრადიციული რეპერტუარის ყველა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]] დაყოფილია ორ დიდ ჯგუფად – ვენსი (პიესები სამოქალაქო თემაზე) და უსი (პიესები სამხედრო, ისტორიულ თემებზე, სადაც მთავარი ადგილი უკავია ბატალურ სცენებს, აკრობატიკას და ფარიკაობას). ტრადიციულ თეატრში დღემდე შენარჩუნებულია ამპლუის სისტემა. პერსონაჟები დაყოფილია ოთხ ჯგუფად: შენ (დადებითი მამაკაცის როლები), რომლებიც თავის მხრივ იყოფა სამოქალაქო და სამხედრო პირებად, ასაკის მიხედვით იყოფა მოხუცებად და ახალგაზრდებად. დან (ქალების როლები) დაყოფილია დადებით ქმრიან ქალებად, დადებით ახალგაზრდა გმირად, მოსამსახურე, მსუბუქი ყოფაქცევის, ქალი-მეომარი, გაუთხოვარი ახალგაზრდა გოგონა მაღალი წრიდან, ასაკის მიხედვით იყოფიან ახალგაზრდებად და მოხუცებად. ცზინ (ანუ ხუალიან – აერთიანებს სახასიათო როლებს როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ამ [[ამპლუა|ამპლუების]] შემსრულებლები იყენებენ უაღრესად გამომსახველ გრიმებს, ნიღბებს, თამაშის მანერა ჰიპერბოლიზებულია). ჩოუ – კომიკური როლები (მამაკაცების და ქალების) ყოველი ამპლუისთვის შემუშავებულია გამომსახველი ხერხების კომპლექსი. მიუხედავად ამისა, გამოჩენილ ჩინელ მსახიობებს მასში შეაქვთ ახალი შინაარსი და ახლებური მიდგომა.
+
ტრადიციული რეპერტუარის ყველა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]] დაყოფილია ორ დიდ ჯგუფად – ვენსი (პიესები სამოქალაქო თემაზე) და უსი (პიესები სამხედრო, ისტორიულ თემებზე, სადაც მთავარი ადგილი უკავია ბატალურ სცენებს, აკრობატიკას და ფარიკაობას). ტრადიციულ თეატრში დღემდე შენარჩუნებულია ამპლუის სისტემა. პერსონაჟები დაყოფილია ოთხ ჯგუფად: შენ (დადებითი მამაკაცის როლები), რომლებიც თავის მხრივ იყოფა სამოქალაქო და სამხედრო პირებად, ასაკის მიხედვით იყოფა მოხუცებად და ახალგაზრდებად. დან (ქალების როლები) დაყოფილია დადებით ქმრიან ქალებად, დადებით ახალგაზრდა გმირად, მოსამსახურე, მსუბუქი ყოფაქცევის, ქალი-მეომარი, გაუთხოვარი ახალგაზრდა გოგონა მაღალი წრიდან, ასაკის მიხედვით იყოფიან ახალგაზრდებად და მოხუცებად. ცზინ (ანუ ხუალიან – აერთიანებს სახასიათო როლებს როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ამ [[ამპლუა|ამპლუების]] შემსრულებლები იყენებენ უაღრესად გამომსახველ გრიმებს, ნიღბებს, თამაშის მანერა ჰიპერბოლიზებულია). [[ჩოუ]] – კომიკური როლები (მამაკაცების და ქალების) ყოველი ამპლუისთვის შემუშავებულია გამომსახველი ხერხების კომპლექსი. მიუხედავად ამისა, გამოჩენილ ჩინელ მსახიობებს მასში შეაქვთ ახალი შინაარსი და ახლებური მიდგომა.
  
მე-18 ს. დამლევს მე-19 ს. დასაწყისში ჩამოყალიბდა ე.წ. დედაქალაქის თეატრი (ცზინსი), რომელმაც დაიკავა წამყვანი მდგომარეობა პროფესიულ თეატრში. დედაქალაქის თეატრში საშემსრულებლო ხელოვნებამ მიაღწია სრულყოფას. აქ ფართოდ იყო გამოყენებული პირობითი ხერხები. მე-20 ს.-ში ჩინურ თეატრში ადგილს იმკვიდრებს ევროპული დრამა (მას ეწოდა „სამეტყველო“ თეატრი – ხუაცზიუი).
 
მიმდინარე ცვლილება 12:44, 17 მაისი 2023 მდგომარეობით

111.JPG

ჩინური თეატრი – ჩინური დრამა სათავეს იღებს ძვ.წ. I ათასწლეულის შუახნის საცეკვაო-სასიმღერო რიტუალური წარმოდგენებიდან, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულისა და შემოდგომის დადგომას. ასეთი დრამატიზებულ-რიტუალური წარმოდგენების ნაშთ-ნიმუშად მკვლევარები მიიჩნევენ ციუ იუანის „ცხრა ჰანგს“. ხანის დინასტიის პერიოდში (206 ძვ.წ. – 220 ახ.წ.) წარმოიშვა შერეული ჟანრი ბაისი, რომელშიც მომღერალ-მოცეკვავეების გარდა მონაწილეობდნენ ცირკის მსახიობები – აკრობატები, მოფარიკავენი, ბაგირზე მოსიარულენი, ძალოსნები, ცხოველების გიგანტური მაკეტებით მოცეკვავენი. ეს წარმოდგენები იმართებოდა ღია ცის ქვეშ დიდი დღესასწაულების დროს ან საპატიო სტუმრის საპატივცემულოდ. ჩვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში გავრცელება იწყო ხუმარების, მოცეკვავეების, ილუზიონისტების გამოსვლებმა, რაც მე-7-9 სს. ჩამოყალიბდა ორი მსახიობის მიერ გათამაშებულ კომიკურ-იმპროვიზაციულ სცენებად სახელწოდებით – ცანცზიუნსი.

სუნის ეპოქაში (10-13 სს.), ქალაქების ზრდასთან ერთად, გავრცელებას იწყებს თეატრის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის მარიონეტების და ჩრდილების თეატრები. წარმოიშვა ისტორიულ სიუჟეტებზე შექმნილი მუსიკალურ-პოეტური სცენებიც, რაც მომავალში საფუძვლად დაედო ჩინური თეატრის როგორც ლიტერატურულ, ისე მელოდიურ თემებს. მე-12 ს. უკვე იკვეთება ჩინური მუსიკალური დრამის თავისებურებანი.

ჩინური დრამა განსაკუთრებულ აღმავლობას აღწევს იუანის ეპოქაში (13-14 სს.). დრამატული ფორმები ყალიბდება მწყობრი და შეკრულ კლასიკურ სანახაობად.

მე-14 ს. ცზაცზიუის ჟანრის პიესებს თანდათანობით ცვლის ნანსი, რომელიც გადაიქცა პრიორიტეტულ ჟანრად მინის ეპოქაში (მე-14-17 სს.). დრამატული ფორმა მასში უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ცზაცზიუში: არ იყო განსაზღვრული აქტების რაოდენობა, მომღერალ პერსონაჟთა რიცხვი, ნაკლებად მკაცრი იყო არიებისათვის მელოდიების შერჩევის და მათი გარითმვის წესები.

მე-17-19 სს. ტრადიციულ ჩინურ თეატრში მიმდინარეობს საშემსრულებლო ხელოვნების შემდგომი ზრდა და დახვეწა. უკვე ყალიბდება სამსახიობო ხელოვნების ძირითადი მახასიათებლები თამაში წარმოსახვითი საგნებით, თეატრალური რეკვიზიტის ალეგორიული გამოყენება (მაგ. მაგიდა, გამომდინარე მოცემული სცენური ვითარებიდან, შეიძლება გამოსახავდეს საკურთხეველს, მთას, სათვალთვალო მოედანს; წითელ ნაჭერში გახვეული ქუდი – მოჭრილ თავს; შავი დროშები ქარს, წითელი – ცეცხლს). ჩინური თეატრის სამსახიობო ხელოვნება შორს დგას სინამდვილის ყოფითი მიბაძვისაგან. მასში დაცულია პირობითი გამომსახველობითი ხერხების კანონიზაციის პრინციპი, მოძრაობა და ჟესტი სტილიზებულია. გრიმში და კოსტიუმში ფართოდ არის გამოყენებული ფერის სიმბოლიკა (წითელი ფერი გაბედულების ნიშანია, თეთრი გაიძვერობის, ყვითელი იმპერატორის ფერია და ა. შ.) სიმბოლიკის ელემენტებს შეიცავს გრიმების და კოსტიუმების ორნამენტები.

ტრადიციული რეპერტუარის ყველა პიესა დაყოფილია ორ დიდ ჯგუფად – ვენსი (პიესები სამოქალაქო თემაზე) და უსი (პიესები სამხედრო, ისტორიულ თემებზე, სადაც მთავარი ადგილი უკავია ბატალურ სცენებს, აკრობატიკას და ფარიკაობას). ტრადიციულ თეატრში დღემდე შენარჩუნებულია ამპლუის სისტემა. პერსონაჟები დაყოფილია ოთხ ჯგუფად: შენ (დადებითი მამაკაცის როლები), რომლებიც თავის მხრივ იყოფა სამოქალაქო და სამხედრო პირებად, ასაკის მიხედვით იყოფა მოხუცებად და ახალგაზრდებად. დან (ქალების როლები) დაყოფილია დადებით ქმრიან ქალებად, დადებით ახალგაზრდა გმირად, მოსამსახურე, მსუბუქი ყოფაქცევის, ქალი-მეომარი, გაუთხოვარი ახალგაზრდა გოგონა მაღალი წრიდან, ასაკის მიხედვით იყოფიან ახალგაზრდებად და მოხუცებად. ცზინ (ანუ ხუალიან – აერთიანებს სახასიათო როლებს როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ამ ამპლუების შემსრულებლები იყენებენ უაღრესად გამომსახველ გრიმებს, ნიღბებს, თამაშის მანერა ჰიპერბოლიზებულია). ჩოუ – კომიკური როლები (მამაკაცების და ქალების) ყოველი ამპლუისთვის შემუშავებულია გამომსახველი ხერხების კომპლექსი. მიუხედავად ამისა, გამოჩენილ ჩინელ მსახიობებს მასში შეაქვთ ახალი შინაარსი და ახლებური მიდგომა.

მე-18 ს. დამლევს მე-19 ს. დასაწყისში ჩამოყალიბდა ე.წ. დედაქალაქის თეატრი (ცზინსი), რომელმაც დაიკავა წამყვანი მდგომარეობა პროფესიულ თეატრში. დედაქალაქის თეატრში საშემსრულებლო ხელოვნებამ მიაღწია სრულყოფას. აქ ფართოდ იყო გამოყენებული პირობითი ხერხები. მე-20 ს.-ში ჩინურ თეატრში ადგილს იმკვიდრებს ევროპული დრამა (მას ეწოდა „სამეტყველო“ თეატრი – ხუაცზიუი).

ანტიიაპონური ომის წლებში (1937) წამყანი გახდა პატრიოტული თემატიკა, კომუნისტური რეჟიმის წლებში კი (1950-70 წწ.) ანტირელიგიური, ანტიკაპიტალისტური პროპაგანდა. წამყვანი ადგილი დაიჭირა კომუნისტური ასკეტიზმის ქადაგებამ.

თანამედროვე ჩინური თეატრი მიილტვის მსოფლიო თეატრთან ინტეგრაციისაკენ.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები