რეკვიზიტი (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეკვიზიტი – (ლათ. requisitum საჭირო, აუცილებელი), ნამდვილი ან ბუტაფორული ნივთები, რომელსაც იყენებენ მსახიობები წარმოდგენის მსვლელობის დროს (ჯოხი, ქოლგა, პორტფელი, ჭურჭელი, შანდლები და ა.შ.).
თანამედროვე თეატრში, არცთუ იშვიათად, რეკვიზიტი სპექტაკლის სცენოგრაფიული გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.