ბაისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაისი, ცზია ოდისი – (ჩინ. ასი წარმოდგენა) – თეატრალური წარმოდგენის ერთ-ერთი ფორმა ხანის დინასტიის ჩინეთში (206 ძვ.წ. 220 ახ.წ.).

ბაისს ახასიათებდა დიდი მრავალფეროვნება. მასში შედიოდა სხვადასხვა საცირკო ნომრები, აკრობატიკა, ფოკუსები, ფარიკაობა, ძალოსნობა, ფაკირობა (ცეცხლის ამოფრქვევა, დანის გადაყლაპვა), ქანდირბაზობა (ბაგირზე სიარული), ასევე ქორეოგრაფიული სანახაობა, ცეკვები, სიმღერები, ცხოველთა ფიგურების (მაგ., დათვის) გიგანტური მაკეტებით. წარმოდგენებში იყენებდნენ რთულ დეკორაციებს, ბუტაფორიას, მუსიკას, ხმაურებს, რაც მეტად შთამბეჭდავ ეფექტს ახდენდა. მსახიობები ხშირად გამოდიოდნენ ნიღბებით.

ბაისი სცენაზე ამბის თხრობის ერთ-ერთი ადრეული სახეობაა, რომელშიც მსახიობები კონკრეტულ მხატვრულ სახეებს ქმნიდნენ. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სახალხო საზეიმო გრანდიოზული სანახაობები, რომელთაც შემდგომ სასახლეთა არენაზე გადაინაცვლეს და თავისებური ფორმა მიიღეს, თუმცა მასიურობა არ დაუკარგავთ. წარმოდგენები იდგმებოდა ღია ცის ქვეშ, დიდ დღესასწაულებზე ან ღირსეულ სტუმართა საპატივცემულოდ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები