ცეკვა
ცეკვა – ხელოვნების სახე, რომელშიაც მხატვრული იერსახე წარმოიქმნება ადამიანის ტანის მდგომარეობის შეცვლით. ადამიანის მდგომარეობისა და მოძრაობების შერჩევა ცეკვაში და მათი სისტემატიზაცია მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული პროცესია.
ცეკვის პირველ წყაროები იყო შრომით პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის სხვადასხვაგვარი მოძრაობანი და ჟესტები, გარემო სამყაროს შთაბეჭდილებანი. ისტორიულად ცეკვის განვითარების პროცესში პირველსაფუძველს წარმოადგენს ხალხური შემოქმედება. ცეკვის ისტორიულ განვითარებაში თანდათანობით განისაზღვრა მისი ძირითადი სახეები: ხალხური ცეკვები, შემდეგ სამეჯლისო ცეკვები, რომლებიც დამოუკიდებელ ჯგუფად გამოიყო, დაბოლოს, პროფესიული სცენური ხელოვნების განვითარებასთან ერთად – „კლასიკური ცეკვა“, „ცეკვა მოდერნი“. ცეკვის კანონები მუსიკის კანონების მონათესავეა.