იორამი (ისრაელის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იორამი''' (ძვ.წ. 849-842) – ისრაელის მეფე, აქაბის ძ...)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Joram.jpg|thumb|250პქ|იორამი ისრაელის მეფე]]
 
'''იორამი''' (ძვ.წ. 849-842) – [[ისრაელი|ისრაელის]] მეფე, [[აქაბი|აქაბის]] ძე. იორამი ისრაელის ტახტზე თავისი ძმის, [[ახაზია|ახაზიას]] სიკვდილის შემდეგ ავიდა.  
 
'''იორამი''' (ძვ.წ. 849-842) – [[ისრაელი|ისრაელის]] მეფე, [[აქაბი|აქაბის]] ძე. იორამი ისრაელის ტახტზე თავისი ძმის, [[ახაზია|ახაზიას]] სიკვდილის შემდეგ ავიდა.  
  
იორამმა დაიწყო [[ომი]] მოაბელების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ახაზიას დროს აჯანყდნენ. მოაბელების მეფემ, მეშამ ისრაელის რამდენიმე ქალაქი დაიპყრო და მოსახლეობა ამოწყვიტა. სწორედ მაშინ ამოქმედდა იორამიც. მან იუდეის მეფე იოსაფატთან კავშირი შეკრა. მათ კავშირს შეუერთდა [[ედომი|ედომის]] მეფეც. სამი ხელმწიფე სამხრეთიდან შეიჭრა მოაბში, მაგრამ უდაბნოში მოყვნენ და უწყლობისაგან იტანჯებოდნენ.  
+
იორამმა დაიწყო [[ომი]] მოაბელების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ახაზიას დროს აჯანყდნენ. მოაბელების მეფემ, [[მეშა|მეშამ]] ისრაელის რამდენიმე ქალაქი დაიპყრო და მოსახლეობა ამოწყვიტა. სწორედ მაშინ ამოქმედდა იორამიც. მან იუდეის მეფე იოსაფატთან კავშირი შეკრა. მათ კავშირს შეუერთდა [[ედომი|ედომის]] მეფეც. სამი ხელმწიფე სამხრეთიდან შეიჭრა მოაბში, მაგრამ უდაბნოში მოყვნენ და უწყლობისაგან იტანჯებოდნენ.  
  
ერთ დილას მოაბელებმა მზის ანარეკლი წითლად დაინახეს შორიდან და იფიქრეს, რომ უდაბნოში ტანჯულმა მოკავშირეებმა იჩხუბეს და ერთმანეთი დახოცეს, ეს სიწითლე კი მათი სისხლი იყო. ისინი მწარედ მოტყუვდნენ. როდესაც „სისხლიან“ ადგილს მიუახლოვდნენ მტერი ყველა მხრიდან წამოიშალა და მოაბელებს თავს დაესხა. მოტყუებული მოაბელები სასტიკად დამარცხდნენ, მათი ქალაქები მოკავშირეებმა დაარბიეს. მოაბის მეფე მეშა თავის დედაქალაქში გამაგრდა და მტრის ალყას გაუძლო. მართალია მეფე და დედაქალაქი გადარჩა, თუმცა მოაბის მთელი ქვეყანა მიწასთან იყო გასწორებული.  
 
ხაზი 9: ხაზი 10:
 
ისრაელის წინასწარმეტყველმა ელისემ იმოგზაურა [[არამი|არამში]] და მოინახულა ავადმყოფი მეფე ბენადიდი, ხოლო მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ დიდებულს, ხაზაელს ([[აზაილი]]) მომავალი მეფობა უწინასწარმეტყველა. ხაზაელმა მეორე დღესვე მოკლა ავადმყოფი მეფე და არამის ტახტი დაიჭირა.  
 
ხაზაელი ისრაელის უდიდეს მტრად იქცა. ის დიდი [[არმია|არმიით]] დათარეშობდა იორამის სამეფოში და მიწასთან ასწორებდა ყველაფერს თავის გზაზე მის წინააღმდეგ ომში იორამმა შეიკავშირა იუდეს მეფე ახაზია. მალე მეფე რამოთ-გილადთან შეტაკებაში დაიჭრა და ისრაელში დაბრუნდა, სადაც მის სანახავად ახაზია მივიდა. სწორედ ამ დროს წინასწარმეტყველმა ელისემ იონას ხელით ისრაელის მეფობა [[ინუი|ინუის]], ისრაელის არმიის [[მხედართმთავარი|მხედართმთავარს]] გადასცა. ინუიმ დახოცა იორამი და ახაზია და ტახტი დაიჭირა. ახალმა მეფემ მოაკვლევინა იორამის დედა. იზაბელიც. ინუის ბრძანებით დახოცეს აქაბის მთელი ოჯახი და ნათესაობა, მათ შორის სამოცდაათი უფლისწული. ისრაელის ტახტი ინუიმ მკვიდრად დაიჭირა.  
+
ხაზაელი ისრაელის უდიდეს მტრად იქცა. ის დიდი [[არმია|არმიით]] დათარეშობდა იორამის სამეფოში და მიწასთან ასწორებდა ყველაფერს თავის გზაზე მის წინააღმდეგ ომში იორამმა შეიკავშირა იუდეს მეფე ახაზია. მალე მეფე რამოთ-გილადთან შეტაკებაში დაიჭრა და ისრაელში დაბრუნდა, სადაც მის სანახავად ახაზია მივიდა. სწორედ ამ დროს წინასწარმეტყველმა ელისემ იონას ხელით ისრაელის მეფობა [[ინუი|ინუის]], ისრაელის არმიის [[მხედართმთავარი|მხედართმთავარს]] გადასცა. ინუიმ დახოცა იორამი და ახაზია და ტახტი დაიჭირა. ახალმა მეფემ მოაკვლევინა იორამის დედა. იზაბელიც. ინუის ბრძანებით დახოცეს აქაბის მთელი ოჯახი და [[ნათესაობა]], მათ შორის სამოცდაათი უფლისწული. ისრაელის ტახტი ინუიმ მკვიდრად დაიჭირა.  
  
ხაზი 17: ხაზი 18:
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ისრაელის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ისრაელის მეფეები]]
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური სამხედრო მოვაწეები]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 +
[[კატეგორია:ისრაელის სამეფოს სამხედრო მოღვაწეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:26, 24 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

იორამი ისრაელის მეფე

იორამი (ძვ.წ. 849-842) – ისრაელის მეფე, აქაბის ძე. იორამი ისრაელის ტახტზე თავისი ძმის, ახაზიას სიკვდილის შემდეგ ავიდა.

იორამმა დაიწყო ომი მოაბელების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ახაზიას დროს აჯანყდნენ. მოაბელების მეფემ, მეშამ ისრაელის რამდენიმე ქალაქი დაიპყრო და მოსახლეობა ამოწყვიტა. სწორედ მაშინ ამოქმედდა იორამიც. მან იუდეის მეფე იოსაფატთან კავშირი შეკრა. მათ კავშირს შეუერთდა ედომის მეფეც. სამი ხელმწიფე სამხრეთიდან შეიჭრა მოაბში, მაგრამ უდაბნოში მოყვნენ და უწყლობისაგან იტანჯებოდნენ.

ერთ დილას მოაბელებმა მზის ანარეკლი წითლად დაინახეს შორიდან და იფიქრეს, რომ უდაბნოში ტანჯულმა მოკავშირეებმა იჩხუბეს და ერთმანეთი დახოცეს, ეს სიწითლე კი მათი სისხლი იყო. ისინი მწარედ მოტყუვდნენ. როდესაც „სისხლიან“ ადგილს მიუახლოვდნენ მტერი ყველა მხრიდან წამოიშალა და მოაბელებს თავს დაესხა. მოტყუებული მოაბელები სასტიკად დამარცხდნენ, მათი ქალაქები მოკავშირეებმა დაარბიეს. მოაბის მეფე მეშა თავის დედაქალაქში გამაგრდა და მტრის ალყას გაუძლო. მართალია მეფე და დედაქალაქი გადარჩა, თუმცა მოაბის მთელი ქვეყანა მიწასთან იყო გასწორებული.

იორამის მეფობის წლების დიდი ნაწილი ისრაელისთვის უბედური გამოდგა. შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანაში შიმშილობა იყო. სწორედ ამით ისარგებლეს არამელებმა და მეფე ბენადიდის მეთაურობით ყოველწლიურად თავს ესხმოდნენ ისრაელს. ისრაელის არმია სადაც ახერხებდა მტერთან შეხვედრას, სძლევდა და ანადგურებდა მას, ამიტომ არამელვბმა ნელ-ნელა შეწყვიტეს თავდასხმები. მიუხედავად ამისა მალე ბენადიდი დაბრუნდა და ისრაელის დედაქალაქთან ახლოს დააბანაკა ჯარი. ამ დროს ისრაელში შიმშილობა სუფევდა და ხალხი საშინლად იტანჯებოდა. ერთ ღამეს ებრაელებმა არამელთა ბანაკი დაზვერეს და რადგან იქ არავინ აღმოჩნდა ქალაქის მოსახლეობის დახმარებით მთელი სანოვაგე და სიმდიდრე გაზიდეს. რაღაც მიზეზის გამო მტერმა სწრაფად დატოვა ისრაელის მიწები და გაიქცა.

ისრაელის წინასწარმეტყველმა ელისემ იმოგზაურა არამში და მოინახულა ავადმყოფი მეფე ბენადიდი, ხოლო მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ დიდებულს, ხაზაელს (აზაილი) მომავალი მეფობა უწინასწარმეტყველა. ხაზაელმა მეორე დღესვე მოკლა ავადმყოფი მეფე და არამის ტახტი დაიჭირა.

ხაზაელი ისრაელის უდიდეს მტრად იქცა. ის დიდი არმიით დათარეშობდა იორამის სამეფოში და მიწასთან ასწორებდა ყველაფერს თავის გზაზე მის წინააღმდეგ ომში იორამმა შეიკავშირა იუდეს მეფე ახაზია. მალე მეფე რამოთ-გილადთან შეტაკებაში დაიჭრა და ისრაელში დაბრუნდა, სადაც მის სანახავად ახაზია მივიდა. სწორედ ამ დროს წინასწარმეტყველმა ელისემ იონას ხელით ისრაელის მეფობა ინუის, ისრაელის არმიის მხედართმთავარს გადასცა. ინუიმ დახოცა იორამი და ახაზია და ტახტი დაიჭირა. ახალმა მეფემ მოაკვლევინა იორამის დედა. იზაბელიც. ინუის ბრძანებით დახოცეს აქაბის მთელი ოჯახი და ნათესაობა, მათ შორის სამოცდაათი უფლისწული. ისრაელის ტახტი ინუიმ მკვიდრად დაიჭირა.

[რედაქტირება] წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები