ბანაკი (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანაკი (სამხედრო) - (გერმანული lager), ადგილი ჯარების განლაგებისთვის დასახლებული პუნქტების მიღმა, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული და მოწყობილი საბრძოლო, სასწავლო და სხვა ამოცანების შესასრულებლად.

ბანაკი, როგორც გამაგრებული საბრძოლო პოზიციები, ცნობილია უძველესი დროიდან (რომის ბანაკი). შემდგომში მას იყენებდნენ როგორც ჯარების დასასვენებელ ადგილს ხანგრძლივი ლაშქრობების დროს. მუდმივი ბანაკები საფუძვლიანად მაგრდებოდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ციხესიმაგრედ გადაიქცეოდა.

XVII-XIX საუკუნეებში ბანაკები ეწოდებოდა სიმაგრეებსაც, რომლებიც იცავდნენ მნიშვნელოვან რაიონებს და მიმართულებებს.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანაკების დანიშნულება იყო საველე პირობებში ჯარების სწავლება.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მრავალ ქვეყანაში საბრძოლო მომზადების ძირითად ადგილად იქცა სასწავლო ცენტრები, რომლებშიც ნაწილები და ქვედანაყოფები შეიძლება ბანაკად განთავსდნენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები